Tag Archives: #ნავთობი

ნავთობის ფასი შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის  13 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  70.59 (- 0,72) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  68.44 (- 0,65)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

“ურალის” ნავთობი ევროპაში პოზიციებს კარგავს

“ურალის” ნავთობის ფასები ჩრდილო-დასავლეთ ევროპასა და ხმელთაშუა ზღვისპირეთში 4-დან 11 აგვისტომდე მწირი მოთხოვნის გამო შემცირდა. ჩრდილო-დასავლეთ ევროპის ბევრმა გადამამუშავებელმა ალტერნატიული მარკების ნავთობის შეძენა აირჩია, მათ შორისა ნორვეგიელი “იოჰან სვერდრუპი” და იაფი ნედლეული ერაყიდან, აღნიშნეს ბაზრის მონაწილეებმა. სავაჭრო კომპანია Glencore–მა 11 აგვისტოს გააკეთა შესთავაზება 100 ათასი ტონა “ურალის” ნავთობზე, ბალტიის პორტებიდან გადაზიდვით ჩათვლით, ბარელზე 2.20 $ ფასდაკლებით. იმავე დღეს, Gunvor–ის სავაჭრო ...

Read More »

შავი ზღვა და ნოვოროსიისკის სანაპირო დაღვრილი ნავთობისგან სრულად გაიწმინდა

ნოვოროსიისკის მახლობლად, შავ ზღვაში ჩაღვრილი ნავთობის ლიკვიდაცია დასრულებულია, მაგრამ  სიტუაციის მონიტორინგი ამ დრომდე გრძელდება. ამის შესახებ კასპიის მილსადენის კონსორციუმის ხელმძღვანელმა, ნიკოლაი გორბანმა განაცხადა. მისი თქმით, შავი ზღვის წყლები და სანაპირო ნავთობისგან სრულად გაიწმინდა. გარდა ამისა, კომპანიამ ყველა მოწყობილობა შეამოწმა და  ყველა ჰიდრავლიკური კომპენსატორი კარგ მდგომარეობაშია. შავ ზღვაში ნავთობის ჩაღვრის მთავარ ვერსიად ქარხნის ფარული დეფექტი განიხილება, რამაც ჰიდრავლიკური კომპენსატორის დაზიანება გამოიწვია. ზღვაში ნავთობის დაღვრის შესახებ პირველადი ...

Read More »

ივლისში აზერბაიჯანმა 717 ათასი ბარელი ნავთობი აწარმოა

2021 წლის ივლისში, აზერბაიჯანში, ნავთობის წარმოების მოცულობამ (კონდენსატის ჩათვლით) 717 ათასი ბარელი შეადგინა. არNიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მოცულობიდან 606 ათას ბარელს ნედლი ნავთობი შეადგენს, ხოლო 111 ათასი ბარელი კონდენსატია. ახალი “თანამშრომლობის დეკლარაციის” თანახმად, რომელიც OPEC +-ის  ქვეყნებმა მიმდინარე წლის აპრილში მიიღეს, აზერბაიჯანისთვის ნავთობის მოპოვების მოცულობა ივლისში 98,000 ბარელით განისაზღვრა. ივნისში ქვეყანაში ყოველდღიური წარმოება 10 ათასით ბარელით გაიზარდა, რაც ივლისის თვეში 620 ...

Read More »
საქართველოში საწვავზე ფასმა იმატა

ამოუხსნელი ამოცანა: რატომ არ აიაფებენ საწვავს საქართველოში?

კარგა ხანია მსოფლიო ბაზარზე 1 ბარელი ნედლი ნავთობის ღირებულება 69-71 დოლარის ფარგლებში მერყეობს, რაც საგრძნობი შემცირებაა. უახლოეს მომავალში მისი კლება კიდევ მოსალოდნელია. დადებითი პროცესი უკვე რამდენიმე კვირაა დაწყებულია, თუმცა საქართველოში შიგნით არანაირი ძვრა არ შეინიშნება. რატომ არ რეაგირებს ადგილობრივი ბაზარი საერთაშორისო ტენდენციებზე? ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცის საგანგაშოდ მიაჩნია, რომ იმპორტიორებზე არ მოქმედებს არც გაუმჯობესებული მაკროეკონომიკური გარემო, არც გამყარებული ლარი ...

Read More »

მსოფლიო ნავთობის წარმოება ივლისში 1,7 მილიონი ბარელით გაიზარდა და 96,7 მილიონ ბარელი შეადგინა

ივლისში ნავთობის მსოფლიო წარმოება ივნისთან შედარებით 1,7 მილიონი ბარელით გაიზარდა და მთლიანობაში დაახლოებით 96,7 მილიონ ბარელამდე შეადგინა, ნათქვამია საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) ანგარიშში. ”ნავთობის გლობალური მიწოდება ივლისში გაიზარდა 1,7 მილიონი ბარელით – 96,7 მილიონ ბარელამდე მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთმა შეწყვიტა დამატებითი ნებაყოფლობითი შემცირება და დასრულდა ტექნიკური მომსახურების სამუშაოები ჩრდილოეთ ზღვაში” – აღნიშნულია მოხსენებაში. გლობალური წარმოება მომავალ თვეებში გაიზრდება მას ...

Read More »

ნოვოროსიისკთან შავ ზღვაში ასობით ტონა ნავთობი ჩაიღვარა

ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) ცნობით, რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკთან შავ ზღვაში სულ მცირე 100 ტონა ნავთობი ჩაიღვარა. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ზედაპირზე მოტივტივე ჩაღვრილი ნავთობის ზოლი იმაზე დიდი იყო, ვიდრე თავდაპირველად ეგონათ, საქმის შესწავლა დაიწყეს. რუსეთის პროკურატურის ცნობით, სწავლობენ საკურორტო ქალაქ ანაპასა და ნოვოროსიისკს შორის სანაპირო ზოლს. ამ ზონის პლაჟები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია რუს დამსვენებლებს შორის. გაჟონვა ქალაქ ნოვოროსიისკის პორტში, ...

Read More »

OPEC-მა აზერბაიჯანული ნავთობის წარმოების პროგნოზი გაზარდა

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციამ (OPEC)  აზერბაიჯანში ნავთობისა და სხვა თხევადი ნახშირწყალბადების საშუალო დღიური წარმოების პროგნოზი 0.04 მილიონი ბარელით გაიზარდა და დღიური წარმოების ზღვარმა 0.73 მილიონ ბარელს მიაღწია, რაც 0.05 მილიონი ბარელით მეტია, გასულ წელს დაფიქსირებული წარმოების მაჩვენებელზე. ამის შესახებ ორგანიზაციის აგვისტოს მოხსენებაშია ნათქვამი. საანგარიშო პერიოდში აზერბაიჯანში თხევადი ნახშირწყალბადების წარმოება 0.05 მილიონი ბარელით შემცირდა და 0.59 მილიონი ბარელი შეადგინა დღეში. წარმოების მოცულობა აპრილში, სავარაუდოდ, უცვლელი დარჩება. წელს აზერბაიჯანში ნავთობისა და სხვა ...

Read More »

ერაყი 2027 წლისთვის ნავთობის მოპოვების 8 მლნ ბარელამდე/დღეში გაზრდას გეგმავს

ერაყი აპირებს 2027 წლისათვის ნავთობის მოპოვების გაზრდას 8 მილიონ ბარელამდე/დღე-ღამეში, ქვეყნის ნავთობის მინისტრის იჰსან აბდ ალ-ჯაბარის განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ”სამინისტრო გეგმავს ნავთობის მოპოვების გაზრდას 8 მილიონ ბარელამდე/დღეში  2027 წლის ბოლომდე,” – განუცხადა მან ერაყის საინფორმაციო სააგენტო INA-ს. თუმცა, სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ასემ ჯიჰადის თქმით, მოპოვების დონე დამოკიდებული იქნება ბაზრის დინამიკაზე. ”გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელთა წინაშეც დადგა სანავთობო ბაზარი, მწარმოებელმა ...

Read More »

ოპეკმა უცვლელი დატოვა ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილების პროგნოზი

“ნათობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციამ (ოპეკი) უცვლელი დატოვა 2021 წელს ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილების პროგნოზი. კერძოდ,  მოსალოდნელია მისი ზრდა 6 მილიონი ბარელით/დღეში, ხოლო მომავალ წელს – 3.3 მილიონი ბარელით. “ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილება გაიზრდება დაახლოებით 6 მილიონი ბარელით/დღეში 96,6 მილიონ ბარელამდე/დღეში”, – ნათქვამია კარტელის მოხსენებაში. ოპეკმა ასევე გააუმჯობესა ნავთობისა და კონდენსატის მოპოვების პროგნოზი ორგანიზაციის გარეთ მყოფ ქვეყნებში 2021 და ...

Read More »