ნოვოროსიისკის მახლობლად, შავ ზღვაში ჩაღვრილი ნავთობის ლიკვიდაცია დასრულებულია, მაგრამ სიტუაციის მონიტორინგი ამ დრომდე გრძელდება. ამის შესახებ კასპიის მილსადენის კონსორციუმის ხელმძღვანელმა, ნიკოლაი გორბანმა განაცხადა.
მისი თქმით, შავი ზღვის წყლები და სანაპირო ნავთობისგან სრულად გაიწმინდა.
გარდა ამისა, კომპანიამ ყველა მოწყობილობა შეამოწმა და ყველა ჰიდრავლიკური კომპენსატორი კარგ მდგომარეობაშია.
შავ ზღვაში ნავთობის ჩაღვრის მთავარ ვერსიად ქარხნის ფარული დეფექტი განიხილება, რამაც ჰიდრავლიკური კომპენსატორის დაზიანება გამოიწვია.
ზღვაში ნავთობის დაღვრის შესახებ პირველადი ინფორმაცია სპეციალისტებმა 7 აგვისტოს მიიღეს, რის შემდეგაც გარემოსდაცვითი ავარიის WWF-ის საზოგადოებრივი მონიტორინგის სისტემა ამოქმედდა.
WWF-ის შეფასებით, 100 ტონა ნავთობმა გაჟონა. გარემოს დაცვითი ორგანიზაციის ინფორმაციით, ნავთობის ლაქის ფართობი 94 კვადრატულ კილომეტრამდე გავრცელდა.
წყარო: report.ge