“ურალის” ნავთობის ფასები ჩრდილო-დასავლეთ ევროპასა და ხმელთაშუა ზღვისპირეთში 4-დან 11 აგვისტომდე მწირი მოთხოვნის გამო შემცირდა.
ჩრდილო-დასავლეთ ევროპის ბევრმა გადამამუშავებელმა ალტერნატიული მარკების ნავთობის შეძენა აირჩია, მათ შორისა ნორვეგიელი “იოჰან სვერდრუპი” და იაფი ნედლეული ერაყიდან, აღნიშნეს ბაზრის მონაწილეებმა.
სავაჭრო კომპანია Glencore–მა 11 აგვისტოს გააკეთა შესთავაზება 100 ათასი ტონა “ურალის” ნავთობზე, ბალტიის პორტებიდან გადაზიდვით ჩათვლით, ბარელზე 2.20 $ ფასდაკლებით. იმავე დღეს, Gunvor–ის სავაჭრო კომპანია მზად იყო გაეყიდა ტვირთი, ასევე გადაზიდვის ჩათვლით, ბარელზე 2.35 $ ფასდაკლებით. თუმცა, არცერთმა წინადადებამ არ გამოიწვია მყიდველების ინტერესი, მიუხედავად იმისა, რომ ფასი წინა სავაჭრო დღესთან შედარებით, 1 ბარელზე 0.25-0.40 $-ით შემცირდა.
გარდა ამისა, 11 აგვისტოს “შელმა” უარი განაცხადა “ურალის” 100 ათასი ტონის მოცულობის ნავთობის პარტიის შეძენაზე, გადაზიდვის ჩათვლით, ბარელზე 2.65 $ ფასდაკლებით.
რუსული ნავთობის მიმართ ინტერესი ასევე შემცირებულია ხმელთაშუა ზღვისპირეთში, ძირითადად, ქარხნების დატვირთვის შემცირების გამო.
ნინო სამადაშვილი