Tag Archives: #რუსეთი

რუსეთში გათხევადებული აირის ფასები სწრაფად იზრდება

გასული კვირას, “გაზპრომის” ურენგოისკის გაზის გადამამუშავებელ ქარხანაში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ, რუსეთის შიდა ბაზარზე გათხევადებული ბუნებრივი აირის ღირებულება მკვეთრად გაიზარდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ასეთი მაღალი ფასები დაფიქსირდა ქვეყნის ბაზარზე. შემთხვევამ გამოიწვია ნედლეულის გადაზიდვის შეჩერება სურგუტის საწარმოდან, რომელიც ხსენებული პროდუქტის უმსხვილესი მიმწოდებელია ქვეყანაში. იგი აწარმოებს თვეში 150 ათას ტონას გათევადებულ ბუნებრივ აირს და აწვდის რუსეთის ბაზარს, რომლის მთლიანი მოცულობის დაახლოებით ...

Read More »

ნოვოროსიისკთან შავ ზღვაში ასობით ტონა ნავთობი ჩაიღვარა

ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) ცნობით, რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკთან შავ ზღვაში სულ მცირე 100 ტონა ნავთობი ჩაიღვარა. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ზედაპირზე მოტივტივე ჩაღვრილი ნავთობის ზოლი იმაზე დიდი იყო, ვიდრე თავდაპირველად ეგონათ, საქმის შესწავლა დაიწყეს. რუსეთის პროკურატურის ცნობით, სწავლობენ საკურორტო ქალაქ ანაპასა და ნოვოროსიისკს შორის სანაპირო ზოლს. ამ ზონის პლაჟები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია რუს დამსვენებლებს შორის. გაჟონვა ქალაქ ნოვოროსიისკის პორტში, ...

Read More »

ბლინკენმა რუსული მილსადენის “რისკების შესამცირებლად” სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ყოფილი ამერიკელი დიპლომატი ამოს ჰოჩსტეინი ენერგო უსაფრთხოების საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა. მისი მთავარი ფუნქცია გერმანულ-რუსული მილსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შედეგად წარმოქმნილი „რისკების შემცირება“ და აღმოსავლეთ ევროპის ენერგო დამოუკიდებლობის გამყარება იქნება. 10 აგვისტოს გამოქვეყნებულ წერილში ბლინკენი ამბობს, რომ ამ პოზიციაზე ჰოჩსტეინის დანიშვნა იმას ნიშნავს, რომ ვაშინგტონი მზადაა „შეეწინააღმდეგოს კრემლის მიერ ენერგორესურსების გეოპოლიტიკურ ბერკეტად“ გამოყენებას და ...

Read More »

ნავთობის ექსპორტი რუსეთიდან 7 თვეში 9.1%-ით შემცირდა

რუსული ნავთობის ექსპორტმა 2021 წლის იანვარ-ივლისში 122.01 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 9.1%-ით ნაკლებია 2020 წელის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საშუალო დღიურმა ექსპორტმა მთლიანობაში 4.22 მილიონი ბარელი შეადგინა. მიმდინარე წლის შვიდი თვის განმავლობაში, სულ 108,37 მილიონი ტონა ნედლი ნავთობი გავიდა ექსპორტზე AK Transneft–ის ნავთობსადენის მეშვეობით. ყაზახეთის ტრანზიტმა 2021 წლის იანვარ-ივლისში შეადგინა 7.82 მილიონი ტონა (ივლისში – 1.09 მილიონი ტონა), ბელორუსიის ტრანზიტმა – ...

Read More »

რუსეთი სანავთობო ბაზარზე პოზიციას 15-20 წელი შეინარჩუნებს

რუსეთი შეძლებს შეინარჩუნოს თავისი პოზიცია მსოფლიო სანავთობო ბაზარზე 15-20 წლის განმავლობაში, ამასთან ევროპაში რუსულ ნავთობზე მოთხოვნილება მომავალში შემცირდება, ხოლო აზიაში, პირიქით, გაიზრდება, რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ პაველ სოროკინის განცხადებაზრე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. “რუსეთი შეძლებს შეინარჩუნოს თავისი ადგილი სანავთობო ბაზარზე 15-20 წლის განმავლობაში, ხოლო შემდეგ კი ყველაფერი დამოკიდებული იქნება მსოფლიო ტენდენციებზე, ენერგიის გადასვლის სიჩქარეზე და ჩვენი სარესურსო მარაგების ...

Read More »

წყალბადის ენერგეტიკის განვითარებით რუსეთიც დაინტერესებულია

რუსეთის მთავრობამ მოამზადა წყალბადის ენერგიის განვითარების კონცეფციის პროექტი, რომლის განხორციელებაც რამდენიმე ეტაპად იგეგმება, განაცხადა რუსეთის პრემიერ მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა. ”მთავრობამ მოამზადა წყალბადის ენერგიის განვითარების კონცეფციის პროექტი. იგი განსაზღვრავს მიზნებს, სტრატეგიულ ინიციატივებსა და ძირითად ღონისძიებებს ქვეყანაში აღნიშნული ინდუსტრიის შესაქმნელად. დაგეგმილია მისი განხორციელება რამდენიმე ეტაპად: პირველი გათვლილია მომდევნო 3.5 წელზე, – აღნიშნა მიშუსტინმა ორშაბათს ვიცე-პრემიერებთან შეხვედრის დროს. მისივე თქმით, პირველი ეტაპი მოიცავს ...

Read More »

ხანძრის შემდეგ “გაზპრომმა” “იამალ-ევროპის” გაზსადენის დატვირთვა შეამცირა

გაზპრომი აგრძელებს “იამალ-ევროპის” გაზსადენის მეშვეობით გადატუმბული გაზის მოცულობის შემცირებას მას შემდეგ, რაც იამალო-ნენეცის ავტონომიურ ოლქში მდებარე კომპანიის ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის ფონზე, 5 აგვისტოს გერმანული GTS–ის მილსადენში ბუნებრივი აირის გადატუმბვა მკვეთრად შემცირდა, 1.9-2.1 მილიონი კუბური მეტრი გაზიდან საათში – 1 მილიონამდე. მოგვიანებით, მოცულობა გაიზარდა დაახლოებით 1,5-1,6 მილიონ კუბურ მეტრამდე საათში, ხოლო კვირას დილის 7 საათიდან მომარაგება ისევ შემცირდა 5%-ით, დაახლოებით ...

Read More »
საწვავის ფასის ცვლილების მიზეზები საქართველოში

რუსეთში AI-95 ბენზინის ფასი რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს

პეტერბურგის საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე AI-95 ბენზინის ფასმა 2020 წლის რეკორდი მოხსნა. ევროპული მედიის ცნობით, ზედიზედ მესამე დღეა ასევე რეკორდულად მაღალია 92-ის ფასიც. ოთხშაბათის ვაჭრობის შედეგების თანახმად, AI-95–ის ფასი გაიზარდა 0.59%-ით დღეში, რუსეთის ევროპული ნაწილის ტერიტორიული ინდექსის მიხედვით და შეადგინა 59,849 რუბლი ტონაზე, რითაც, გასული წლის ივლისში დაფიქსირებული 59,784 რუბლის რეკორდი მოხსნა. აღსანშნავია, რომ სავაჭრო დღის შედეგების თანახმად, ასევე გაიზარდა AI-92–ის ...

Read More »

“რატომ არიან „რიონის მცველები” პრორუსები?”

დღეს საქართველოში ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის ამ საზოგადოებრივი ჯგუფის მიმართ ყველაზე გავრცელებული ბრალდებაა „პრორუსულობა”. გასაკვირი არც არის, როდესაც საუბარია ღარიბ, გაუნათლებელ, და ღალატისკენ ისტორიულად მიდრეკილ ერზე, რომელიც ამავე დროს რუსეთთან ჰიბრიდული ომის მდგომარეობაში იმყოფება. ის, რომ რუსეთს საქართველოში პოლიტიკური კლიმატის შეცვლა სურს – საიდუმლო არავისთვის არაა. შესაბამისად, არც ისაა დაუჯერებელი, რომ მას ქვეყანაში უამრავი დასაყრდენი გააჩნია. რა თქმა უნდა, ...

Read More »

“რუსეთისათვის არასასურველი ენერგოპროექტების წინააღმდეგ წარმართული კამპანიებში, როგორც წესი, ჩართული არიან ერთი და იგივე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები და მათთან დაკავშირებული სტრუქტურები”

ვიცით, რა ჰიბრიდული ომის წარმოების ზოგადი პრინციპები, კრემლის მოქმედების მეთოდოლოგია პოსტსაბჭოთა სივრცეში და მათ შორის საქართველოშიც, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რუსეთის სპეც სამსახურებს კარგად აქვთ შესწავლილი საქართველოს პოლიტიკური სპექტრი, იციან მათი სუსტი და ძლიერი მხარეები, ანგარიშს უწევენ საზოგადოების მენტალიტეტს (დასავლელი პარტნიორებისგან განსხვავებით) და ქმნიან მოქმედების შესაბამის მოდელს. ისინი ამ მოდელის რეალიზაციას ახდენენ საზოგადოებაში და პოლიტიკურ სპექტრში არსებული გავლენის აგენტურის მეშვეობით. რუსეთის ...

Read More »