ხანძრის შემდეგ “გაზპრომმა” “იამალ-ევროპის” გაზსადენის დატვირთვა შეამცირა

გაზპრომი აგრძელებს “იამალ-ევროპის” გაზსადენის მეშვეობით გადატუმბული გაზის მოცულობის შემცირებას მას შემდეგ, რაც იამალო-ნენეცის ავტონომიურ ოლქში მდებარე კომპანიის ქარხანაში ხანძარი გაჩნდა.

ხანძრის ფონზე, 5 აგვისტოს გერმანული GTS–ის მილსადენში ბუნებრივი აირის გადატუმბვა მკვეთრად შემცირდა, 1.9-2.1 მილიონი კუბური მეტრი გაზიდან საათში – 1 მილიონამდე. მოგვიანებით, მოცულობა გაიზარდა დაახლოებით 1,5-1,6 მილიონ კუბურ მეტრამდე საათში, ხოლო კვირას დილის 7 საათიდან მომარაგება ისევ შემცირდა 5%-ით, დაახლოებით 1,4 მილიონ კუბურ მეტრამდე 1 საათში.

ხანძარი ხსენებულ ქარხანაში ხუთშაბათს საღამოს გაჩნდა და მისი ჩაქრობა პარასკევს შუადღემდე ვერ მოხერხდა, თუმცა, მაშველები და სპეციალისტები მოკვლევით სამუშაოებს ამ დრომდე აგრძლებენ.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply