საწვავის ფასის ცვლილების მიზეზები საქართველოში

რუსეთში AI-95 ბენზინის ფასი რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს

პეტერბურგის საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე AI-95 ბენზინის ფასმა 2020 წლის რეკორდი მოხსნა.

ევროპული მედიის ცნობით, ზედიზედ მესამე დღეა ასევე რეკორდულად მაღალია 92-ის ფასიც.

ოთხშაბათის ვაჭრობის შედეგების თანახმად, AI-95–ის ფასი გაიზარდა 0.59%-ით დღეში, რუსეთის ევროპული ნაწილის ტერიტორიული ინდექსის მიხედვით და შეადგინა 59,849 რუბლი ტონაზე, რითაც, გასული წლის ივლისში დაფიქსირებული 59,784 რუბლის რეკორდი მოხსნა.

აღსანშნავია, რომ სავაჭრო დღის შედეგების თანახმად, ასევე გაიზარდა AI-92–ის ფასი – 0.55%-ით დღეში და შეადგინა 57,061 რუბლამდე ტონაზე.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply