რუსეთის მთავრობამ მოამზადა წყალბადის ენერგიის განვითარების კონცეფციის პროექტი, რომლის განხორციელებაც რამდენიმე ეტაპად იგეგმება, განაცხადა რუსეთის პრემიერ მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა.
”მთავრობამ მოამზადა წყალბადის ენერგიის განვითარების კონცეფციის პროექტი. იგი განსაზღვრავს მიზნებს, სტრატეგიულ ინიციატივებსა და ძირითად ღონისძიებებს ქვეყანაში აღნიშნული ინდუსტრიის შესაქმნელად. დაგეგმილია მისი განხორციელება რამდენიმე ეტაპად: პირველი გათვლილია მომდევნო 3.5 წელზე, – აღნიშნა მიშუსტინმა ორშაბათს ვიცე-პრემიერებთან შეხვედრის დროს.
მისივე თქმით, პირველი ეტაპი მოიცავს სპეციალიზირებული კლასტერების შექმნას და წყალბადის წარმოებისა და ექსპორტის საპილოტე პროექტების განხორციელებას, ასევე, წყალბადის ენერგიის მატარებლების გამოყენებას შიდა ბაზარზე.
მომდევნო ეტაპზე იგეგმება ექსპორტზე ორიენტირებული დიდი საწარმოო ობიექტების მშენებლობა, წყალბადის ტექნოლოგიების სერიულ გამოყენებაზე გადასვლა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში: დაწყებული სანავთობო-ქიმიური წარმოებიდან – დამთავრებული კომუნალური მომსახურებით.
”წყალბადის ენერგეტიკის განვითარება შეამცირებს ენერგიის ბაზრების დაკარგვის რისკებს და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას ახალი ინდუსტრიების ფორმირების გზით. ასევე, მაღალტექნოლოგიური სამუშაო ადგილების შექმნა, პროდუქტებისა და ტექნოლოგიების ექსპორტს” – დასძინა მიშუსტინმა.
ნინო სამადაშვილი