რუსეთი შეძლებს შეინარჩუნოს თავისი პოზიცია მსოფლიო სანავთობო ბაზარზე 15-20 წლის განმავლობაში, ამასთან ევროპაში რუსულ ნავთობზე მოთხოვნილება მომავალში შემცირდება, ხოლო აზიაში, პირიქით, გაიზრდება, რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ პაველ სოროკინის განცხადებაზრე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.
“რუსეთი შეძლებს შეინარჩუნოს თავისი ადგილი სანავთობო ბაზარზე 15-20 წლის განმავლობაში, ხოლო შემდეგ კი ყველაფერი დამოკიდებული იქნება მსოფლიო ტენდენციებზე, ენერგიის გადასვლის სიჩქარეზე და ჩვენი სარესურსო მარაგების მდგომარეობაზე. მე ვერ ვხედავ მიზეზს, რის გამოც ევროპა შეწყვეტს ნავთობის მოხმარებას, თუმცა ევროპაში მოთხოვნილება ჩვენს ნავთობზე შემცირდება, მაგრამ ამასთანავე აზიაში – ის გაიზრდება,” – განაცხადა სოროკინმა როიტერთან ინტერვიუში.
რუსეთი ნავთობის ერთ -ერთი უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში, შეერთებულ შტატებთან და საუდის არაბეთთან ერთად.