Tag Archives: #ენერგეტიკა

დასრულდა დრო, როცა რუსეთი ენერგეტიკას შანტაჟისთვის იყენებდა – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკავშირის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ დასრულდა დრო, როცა რუსეთი ენერგეტიკას შანტაჟისთვის იყენებდა. მისი თქმით, რუსეთს არ მიეცემა უფლება, ნავთობისა და გაზისთვის გადახდა რუბლებში მოითხოვოს, რადგან ეს სანქციებისთვის გვერდის ავლა იქნება. „ეს იქნება ცალმხრივი გადაწყვეტილება და ხელშეკრულების აშკარა დარღვევა. ეს იქნება სანქციების გვერდის ავლის მცდელობა. ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენი სანქციების გვერდის ავლას. დრო, როდესაც ენერგეტიკა შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო ჩვენი ...

Read More »
აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის გაწეული მილიონობით ლარი ჩამოიწრება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 25 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. „თელასის“ ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, მუხრანის და უცნობ გმირთა ქუჩების მოსახლეობას. სამგორის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პოლიციის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, მაისურაძის და თვალჭრელიძის ქუჩების მოსახლეობას. მთაწმინდის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა ...

Read More »

IEA-ს ხელმძღვანელის განცხადებით, უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლოა მსოფლიო ენერგეტიკული კრიზისი გამოიწვიოს

საერთაშორისო ენერგეტიკილი  სააგენტოს ხელმძღვანელი ფატიჰ ბიროლი შიშობს, რომ უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლოა გლობალური ენერგეტიკული კრიზისი გამოიწვიოს. აღნიშნულის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება”. ოთხშაბათს IEA-ის ფარგლებში  მიმდინარე მინისტრების შეხვედრაზე ენერგეტიკისა და კლიმატის საკითხებთან დაკავშირებით მან აღნიშნა, რომ უკრაინა უკვე განიცდის “დიდ ჰუმანიტარულ კრიზისს”. „რუსეთის როლის გათვალისწინებით გლობალურ ენერგეტიკულ სისტემაში, ამ ჰუმანიტარულ კრიზისს შეიძლება ენერგეტიკული კრიზისი მოჰყვეს“, – თქვა ბიროლმა. მისივე თქმით, აუცილებელია დადგინდეს, ...

Read More »

„ვიღებთ ვალდებულებას, აქტიურად დავუჭიროთ მხარი ქვეყნებს, რომლებსაც სურთ ეტაპობრივად შეწყვიტონ თავიანთი დამოკიდებულება რუსულ ენერგორესურსებზე“

დიდი შვიდეულის ლიდერები გეგმავენ დაპირდნენ დახმარებას ქვეყნებს, რომლებიც ცდილობენ თავი დაიღწიონ რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულებისაგან. „ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, აქტიურად დავუჭიროთ მხარი ქვეყნებს, რომლებსაც სურთ ეტაპობრივად შეწყვიტონ თავიანთი დამოკიდებულება რუსეთის გაზის, ნავთობისა და ნახშირის იმპორტზე“, – ნათქვამია განცხადების პროექტში. G-7 ქვეყნები ასევე გეგმავენ მოუწოდონ სხვა ქვეყნებს, განახორციელონ სანქციები და თავი შეიკავონ რუსეთისთვის მხარდაჭერისგან. „უფრო მეტიც, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, არ გაუწიონ სამხედრო ...

Read More »

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 24 მარტს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), თემქის დასახლების XI მიკრორაიონის, ზღვისუბნის დასახლების IIა, X, XI მიკრორაიონების, იოსელიანის, შატილის და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩების მოსახლეობას. სამგორის რაიონში, ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლების, ...

Read More »

აშშ-ის ყოფილი ელჩი: “უნდა მოხდეს ენერგორესურსების გამოყენება, რუსეთისთვის ფულის გადახდის გარეშე”

აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში, მაიკლ მაკფოლი დასავლეთის ქვეყნებს სთავაზობს, შესყიდული ნავთობის საფასური რუსეთს მხოლოდ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ გადაუხადონ. ამის შესახებ მან Twitter-ში დაწერა. ”რუსეთმა დემოკრატიულ ქვეყნებში ნავთობის ექსპორტი უნდა გააგრძელოს, მაგრამ ნავთობის მიმღებებმა დეპოზიტებზე უნდა გააჩერონ გახარჯული ენერგომატარებლების საფასური იქამდე, სანამ პუტინი ომს არ დაასრულებს”, – დაწერა დიპლომატმა. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში, პუტინი გადაწყვეტს – შეაჩერებს თუ არა ნავთობის ...

Read More »
რომან გოცირიძე - ნაცვლად იმისა, რომ ენერგეტიკის მინისტრი ჩვენი ქვეყნის ინტერესებს იცავდეს, გამოდის "გაზპრომის" ადვოკატად

რომან გოცირიძე: სანამ “ახალი ენგური” არ გვექნება, ვიქნებით რუსეთის ენერგოშანტაჟის ქვეშ

საქართველო რუსეთზე ენერგოდამოკიდებული გახდა. ამის შესახებ რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს: “მხოლოდ ელექტროენერგიის იმპორტი არაა პრობლემა-ენგურის ჰიდროელექტროსადგურიც რუსეთის კონტროლქვეშაა. სანამ “ახალი ენგური” არ გვექნება, მუდამ ვიქნებით რუსეთის ენერგოშანტაჟის ქვეშ. ასეთი “მეორე ენგური” იყო ნამახვანი. იგი, როგორც მარეგულირებელი სადგური, ასევე იძლეოდა ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარების შესაძლებლობას. დღეს მისი პერსპექტივა ბუნდოვანია და რომც მოიძებნოს ახალი ინვესტორი, მის აშენებას მრავალი წელი დასჭირდება. მთავრობა და ...

Read More »
"ენგურჰესზე" ქართველი და აფხაზი ენერგეტიკოსების შეხვედრა გაიმართა

ენგურჰესი შეფერხებით მუშაობს – გამომუშავების 80%-ს ოკუპირებული აფხაზეთი მოიხმარს

წყლის სიმცირის გამო ენგურჰესი ისევ მინიმალური დატვირთვით მუშაობს. გამომუშავება დღე-ღამეში 2-2.5 მლნ კვტ/სთ-ს არ აღემატება. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ ენგურჰესის გენერალურმა დირექტორმა ლევან მებონიამ განუცხადა, გამომუშავებულ ელექტროენერგიის 80%-ს ოკუპირებული აფხაზეთი მოიხმარს. „წყალსაცავში წყლის დონე დაბალია. ზღვის დონიდან დაახლოებით 415 მეტრი. სანამ წყლის ჩამონადენი არ მოიმატებს, ანუ აპრილის შუა რიცხვებამდე, ენგურჰესი გამომუშავებას ვერ გაზრდის. ამჟამად ენგურჰესზე გამომუშავებული ელექტროენერგიის 80% აფხაზებს მიაქვთ, რაც ...

Read More »
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება პირველ კვარტალში 1.8%-ით გაიზარდა

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 23 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. კომპანია იმ რაიონების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებსაც ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდებათ: „ვაკის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიმიტრი ბაქრაძის, ბელინსკის, მელიქიშვილის, ჭოველიძის, კოსტავას და გიორგი შენგელაიას ქუჩების მოსახლეობას. კრწანისის ...

Read More »

ბატარეა, რომელიც ახალ სიტყვას ამბობს განახლებადი ენერგიის სექტორში

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ განახლებადი ენერგია გადამწყვეტ როლს შეასრულებს გარემოში ნახშირბადის მოცულობის შემცირების კუთხით. ელექტროენერგიის ალტერნატიული წყაროების, მაგალითად, მზისა და ქარის ენერგიის თვალსაზრისით,  ერთ-ერთი მთავარი პრობლემა წარმოებული ენერგიის შენახვაა. თუმცა იენის უნივერსიტეტის მეცნიერები ფიქრობენ, რომ მათ გამოსავალი იპოვეს. ამ მეცნიერებმა შექმნეს ორგანული პოლიმერის შემცველი ბატარეა, რომელსაც შეუძლია მოხსნას განახლებადი ენერგოწყაროების ამინდის ცვლილებაზე დამოკიდებულების პრობლემა. ულრიხ შუბერტი, იენის  ენერგეტიკისა და გარემოს ...

Read More »