სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 23 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
კომპანია იმ რაიონების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებსაც ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდებათ:
„ვაკის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიმიტრი ბაქრაძის, ბელინსკის, მელიქიშვილის, ჭოველიძის, კოსტავას და გიორგი შენგელაიას ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გრიშაშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერწოს და ქვიშხეთის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, უნივერსიტეტის, ედიშერ მაღალაშვილის, გიორგი გეგეჭკორის, ოთარ ლორთქიფანიძის, ოთარ ჩხეიძის, მედეა ჩახავას და მარიკა ბარათაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), დემეტრე თავდადებულის და პეტრე იბერის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) და აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ლისის, თუთის, ტირიფების და მუხის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“,-აღნიშნულია კომპანია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.