აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის გაწეული მილიონობით ლარი ჩამოიწრება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 25 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

„თელასის“ ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, მუხრანის და უცნობ გმირთა ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პოლიციის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, მაისურაძის და თვალჭრელიძის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ასათიანის, ზუბალაშვილების, ინგოროყვას და შევჩენკოს ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის III მიკრორაიონის და ჟორდანიას ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბურძგლას, შმიდტის, საირმის, ტატიშვილის და კოსტავას ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის, ნუცუბიძის, შავგულიძის, ნადირაძის, ქავთარაძის, მამასახლისოვის და შავიშვილის ქუჩის მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის მოსახლეობას.

გლდანის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იპოლიტოვ-ივანოვის, ჭელიძის, ილორის, ქერჩის და ზარზმის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ფალიაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ბელიაშვილის, ჩაჩავას და გოგიძის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

Leave a Reply