დიდი შვიდეულის ლიდერები გეგმავენ დაპირდნენ დახმარებას ქვეყნებს, რომლებიც ცდილობენ თავი დაიღწიონ რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულებისაგან.
„ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, აქტიურად დავუჭიროთ მხარი ქვეყნებს, რომლებსაც სურთ ეტაპობრივად შეწყვიტონ თავიანთი დამოკიდებულება რუსეთის გაზის, ნავთობისა და ნახშირის იმპორტზე“, – ნათქვამია განცხადების პროექტში.
G-7 ქვეყნები ასევე გეგმავენ მოუწოდონ სხვა ქვეყნებს, განახორციელონ სანქციები და თავი შეიკავონ რუსეთისთვის მხარდაჭერისგან.
„უფრო მეტიც, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, არ გაუწიონ სამხედრო ან სხვა სახის დახმარება რუსეთს, უკრაინაში აგრესიის გასაგრძელებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: bfm.ge