წყლის სიმცირის გამო ენგურჰესი ისევ მინიმალური დატვირთვით მუშაობს. გამომუშავება დღე-ღამეში 2-2.5 მლნ კვტ/სთ-ს არ აღემატება. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ ენგურჰესის გენერალურმა დირექტორმა ლევან მებონიამ განუცხადა, გამომუშავებულ ელექტროენერგიის 80%-ს ოკუპირებული აფხაზეთი მოიხმარს.
„წყალსაცავში წყლის დონე დაბალია. ზღვის დონიდან დაახლოებით 415 მეტრი. სანამ წყლის ჩამონადენი არ მოიმატებს, ანუ აპრილის შუა რიცხვებამდე, ენგურჰესი გამომუშავებას ვერ გაზრდის. ამჟამად ენგურჰესზე გამომუშავებული ელექტროენერგიის 80% აფხაზებს მიაქვთ, რაც მათი მთლიანი მოხმარების დაახლოებით 28%-ია. დანარჩენს ელექტროენერგიას აფხაზები რუსეთიდან იღებენ. მთლიანად, წლის განმავლობაში ოკუპირებული აფხაზეთი ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40%-ს მოიხმარს“,- განმარტავს მებონია.
მისი თქმით, ენგურჰესიდან მიღებული ელექტროენერგია მთლიანად ოჩამჩირის, გალის და ტყვარჩელის რაიონებს ხმარდება, თუმცა დეფიციტის გამო ოკუპირებული აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდების 3 საათიანი შეზღუდვა ისევ მოქმედებს.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელის იანვარ-თებერვალში საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის 67% რუსეთში იყიდა, ხოლო რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის უდიდესი ნაწილი, 460.9 მლნ კვტ.სთ, ოკუპირებულ აფხაზეთს მიეწოდა.
წყარო: “ბიზნესფორმულა”