საქართველო რუსეთზე ენერგოდამოკიდებული გახდა. ამის შესახებ რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
“მხოლოდ ელექტროენერგიის იმპორტი არაა პრობლემა-ენგურის ჰიდროელექტროსადგურიც რუსეთის კონტროლქვეშაა. სანამ “ახალი ენგური” არ გვექნება, მუდამ ვიქნებით რუსეთის ენერგოშანტაჟის ქვეშ. ასეთი “მეორე ენგური” იყო ნამახვანი. იგი, როგორც მარეგულირებელი სადგური, ასევე იძლეოდა ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარების შესაძლებლობას. დღეს მისი პერსპექტივა ბუნდოვანია და რომც მოიძებნოს ახალი ინვესტორი, მის აშენებას მრავალი წელი დასჭირდება.
მთავრობა და მის მიერ წახალისებული და გამოზრდილი ექსტრემისტული ჯგუფები არიან დამნაშავეები ამ პროექტის გაჩერებაში. ანაკლიის და ნამახვანის ჩაძირვა იყო რუსეთის სპეცოპერაცია, რომელიც უგუნური ხელისუფლებისა და ადამიანების ხელით განახორციელა.”