საერთაშორისო ენერგეტიკილი სააგენტოს ხელმძღვანელი ფატიჰ ბიროლი შიშობს, რომ უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლოა გლობალური ენერგეტიკული კრიზისი გამოიწვიოს. აღნიშნულის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება”.
ოთხშაბათს IEA-ის ფარგლებში მიმდინარე მინისტრების შეხვედრაზე ენერგეტიკისა და კლიმატის საკითხებთან დაკავშირებით მან აღნიშნა, რომ უკრაინა უკვე განიცდის “დიდ ჰუმანიტარულ კრიზისს”.
„რუსეთის როლის გათვალისწინებით გლობალურ ენერგეტიკულ სისტემაში, ამ ჰუმანიტარულ კრიზისს შეიძლება ენერგეტიკული კრიზისი მოჰყვეს“, – თქვა ბიროლმა.
მისივე თქმით, აუცილებელია დადგინდეს, რა ზომების მიღება შეუძლია მსოფლიო საზოგადოებას, რათა თავიდან აიცილოს მსგავსი ნეგატიური სცენარი. ეს სიტუაცია ადასტურებს საერთაშორისო ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობას“, – მიიჩნევს ბიროლი.
IEA-ს ექსპერტებმა შეიმუშავეს ათპუნქტიანი გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს ნავთობზე მოთხოვნილების შემცირებას 2,7 მილიონი ბარელით/დღეში. კერძოდ, ორგანიზაცია ვარაუდობს, გზებზე დასაშვები სიჩქარის შემცირებას 10 კმ/სთ-ით, კვირა დღეს ავტომობილების გამოყენებაზე აკრძალვის დაწესებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფების შემცირებას, , დისტანციური მუშაობის პრაქტიკის გაფართოებას კვირაში სამ დღემდე, სადაც ეს შესაძლებელია, ფრენების ნაცვლად მაღალსიჩქარიანი და ღამის მატარებლების განვითარებას, ასევე ელექტრო მანქანების გამოყენების განვითარებას.
პარიზის სააგენტო მიიჩნევს, რომ „მთავრობებისა და მოქალაქეების პრაქტიკულმა ქმედებებმა შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს ნავთობზე მოთხოვნილება და შეამციროს მომხმარებლის დანახარჯები საავტომობილო საწვავზე“.