მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში, აზერბაიჯანმა თურქეთში 5.2 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გაგზავნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს ოპერატიულ მონაცემებში ვკითხულობთ. ხსენებული მონაცემების თანახმად, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, 3.2 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი ბუნებრივი აირი თურქეთს ტრანს-ანატოლიური გაზსადენის (TANAP) გავლით მიეწოდებოდა. ბუნებრივი აირი, რომელიც თურქეთში იგზავნება, აზერბაიჯანულ “შაჰ-დენიზის” საბადოდან იწარმოება. გაზი თურქეთის ბაზარს სამხრეთ კავკასიური მილსადენის (ბაქო-თბილისი-ერზურუმისა) და TANAP-ის საშუალებით მიეწოდება. ...
Read More »