გასულ კვირას, კასპიის ზღვაში, ირანმა მძლავრი ბუნებრივი აირის საბადო აღმოაჩინა. აღნიშნულის შესახებ ირანული მედია იუწყება.
ობიექტი, სახელად “ჩალუსი”, შემუშავდება ჩრდილოეთ ირანში ახალი ბუნებრივი აირის ცენტრის შესაქმნელად. ის შეავსებს სამხრეთ გაზის კერას, რომელის მთავარი წყაროსაც მძლავრი საბადო – “სამხრეთ პარსი” წარმოადგენს.
“ჩალუსის” მთავარი დეველოპერები არიან ირანული Khazar Exploration და Production (KEPCO). პროექტს ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას ასევე გაუწევს რუსეთი და ჩინეთი.
წინასწარი გათვლებით, “ჩალუსის” რესურსები სუპერგიგანტი საბადოს “სამხრეთ პარსის” რესურსების მეოთხედს უდრის, რომელის მარაგებიც, დაახლოებით 14.2 ტრილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირსა და 18 მილიარდ ბარელ გაზის კონდენსატს შეადგენს, რაც ირანის ბუნებრივი აირის მთლიანი რეზერვების დაახლოებით 40% (33.8 ტრილიონი კუბური მეტრი) და წარმოების დაახლოებით 80%-ია.
ნინო სამადაშვილი