საქართველომ აზერბაიჯანული გაზის იმპორტი გაზარდა

აზერბაიჯანმა ბუნებრივი აირის ექსპორტი 35%-ით გაზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში აზერბაიჯანმა 10.4 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი ექსპორტზე გაიტანა.

აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემების მიხედვით, აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 35%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

მიმდინარე წლის შვიდი თვის განმავლობაში, აზერბაიჯანმა თურქეთში ექსპორტზე 5,2 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაიტანა, ევროპაში – 4 მილიარდი კუბური მეტრი, ხოლო საქართველოში – 1,1 მილიარდი კუბური მეტრი.

Leave a Reply