2021 წლის იანვარ-ივლისში, აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის ექსპორტმა 12 მილიარდ 61 მლნ 122,84 ათასი კუბური მეტრი შეადგინა, რაც 56,4%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. “ინტერფაქს-აზერბაიჯანს” სახელმწიფო საბაჟო კომიტეტმა განუცხადა.
”საანგარიშო პერიოდში, აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის ექსპორტის ღირებულებამ შეადგინა 2 მილიარდი 14 მლნ 914.97 ათასი აშშ დოლარი (ზრდა 35.4%). გაზის ექსპორტის წილმა აზერბაიჯანიდან ექსპორტის მთლიანი მოცულობის 17.68% (2020 წლის იანვარ -ივლისში – 16.3%) შეადგინა ” – აღნიშნეს კომიტეტში.
მათი მონაცემებით, 974 მილიონი 456,63 ათასი დოლარის ღირებულების, 6 მილიარდ 793 მილიონი 223,8 ათასი კუბური მეტრი გაზი გაიგზავნა თურქეთში; საქართველოში – 261 მილიონ 704,04 ათასი დოლარის ღირებულების, 2 მილიარდ 94 მილიონ 456,69 ათასი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი.
მოცემულ პერიოდში იტალიამ მიიღო 2 მილიარდი 561 მილიონი 584.64 ათასი კუბური მეტრი, 658 მილიონ 300.34 ათას დოლარად; საბერძნეთმა – 344 მილიონი 85.15 ათასი კუბური მეტრი, 96 მილიონ 100.99 ათას დოლარად; ბულგარეთმა – 134 მილიონი 907, 93 ათასი კუბური მეტრი, 19 მილიონ 309.95 ათას დოლარად.
შესაბამისად, 7 თვის განმავლობაში, 773 მლნ 711.28 ათასი აშშ დოლარის ღირებულების, 3 მილიარდ 40 მლნ 577.72 ათასი კუბური მეტრი გაზი მიეწოდა ევროპას.
გარდა ამისა, ირანისთვის გაზის მიწოდებამ შეადგინა 132 მილიონი 864,62 ათასი კუბური მეტრი, რომელის ღირებულებამაც მთლიანობაში 5 მილიონ 43,03 ათასი დოლარი შეადგინა.
აზერბაიჯანმა ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდება 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. 2021 წლისთვის დაგეგმილია ევროპისთვის 5 – 5.5 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდება.
ნინო სამადაშვილი