ვლადიმერ პუტინი: „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.

„ზღვაში 15 კილომეტრი დარჩა გასაყვანი. სულ ეს არის. შეიძლება ითქვას, რომ გაზსადენის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ვლადიმერ პუტინის თქმით, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა პოლიტიკური პროცესის ნაწილი არ არის.

21 ივლისს, აშშ-მა და გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტზე შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმების თანახმად, გერმანიამ ვალდებულება აიღო, ზომები მიიღოს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ენერგომატარებლის უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებას შეეცდება ან თუ უკრაინის მიმართ აგრესიულ ქმედებას ჩაიდენს. აღნიშნული მოიცავს გერმანიის მიერ ზომების გატარებას როგორც ეროვნულ, ასევე ევროკავშირის დონეზე, მათ შორის სანქციების დაწესებას.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ უკრაინის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს

Leave a Reply