Tag Archives: #ნავთობკომპანიები

Saudi Aramco-მ გასაყიდად შესაძლოა, აქციების ახალი პაკეტი გამოიტანოს

საუდის არაბეთის სანავთობო კომპანიამ Saudi Aramco შესაძლოა, საფონდო ბირჟებზე აქციების მორიგი პაკეტი გაიტანოს გასაყიდად. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია Al Hadath სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის მმართველ იასირ არ-რუმეინზე დაყრდნობით ავრცელებს. „ჩვენ შეგვიძლია წავიდეთ ამ ნაბიჯზე, თუ საბაზრო პირობები ამის შესაძლებლობას მოგვცემს“, – განაცხადა არ-რუმეინმა. მანვე გაიხსენა, რომ 2019 წელს Saudi Aramco-ის აქციების პირველადი განთავსების შედეგად გაყიდა აქციების 1,7%. ამან მას საშუალება მისცა, ...

Read More »
რას წარმოადგენს “ფაზის ოილი”, რომელმაც ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უნდა ააშენოს

რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში ნავთობის მიწოდება 2011 წლის დონემდე შემცირდა

საერთაშორისო სააგენტო Argus–ის ინფრომაციით, 2020 წლის შედეგებით “ტრანსნეფტის” სისტემის საშუალებით რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში ნავთობის მიწოდება 5,1%–ით შემცირდა 233,65 მლნ ტონამდე. ”ნავთობის მიწოდება რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში “ტრანსნეფტის” სისტემის საშუალებით 2020 წელს შემცირდა 36 ათასი ტონით/დღეში (12,5 მილიონი ტონა) 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 638,4 ათას ტონამდე/დღეში (233,65 მილიონი ტონა). ქარხნების წლიური მაჩვენებელი დაბრუნდა 2011 წლის დონეზე, როდესაც მან შეადგინა 639,4 ათასი ტონა/დღეში ...

Read More »

2020 წელს ჩინეთში ნავთობის მოპოვება 1,6%-ით გაიზარდა, გაზის – 9,8%-ით

2020 წლის შედეგებით ჩინეთმა ნავთობის მოპოვება 1.6%-ით გაზარდა  – 195 მილიონ ტონამდე, ნათქვამია სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებულ მონაცემებში. ამავდროულად, ნავთობის იმპორტი გაიზარდა 7,3%-ით და შეადგინა 540 მილიონი ტონა. გადამუშავების მოცულობა გაიზარდა 3%-ით და 670 მილიონ ტონამდე. დეკემბრის თვეში ნავთობის მოპოვება გაიზარდა 0,9%-ით წლიურ გამოხატულებაში და მიაღწია 16,27 მლნ ტონას, ხოლო იმპორტი შემცირდა  15,4%-ით 38,47 მლნ ტონამდე, ავრცელებს ინფორმაციას სააგენტო “სინჰუა”. გასულ წელს ჩინეთში ბუნებრივი გაზის ...

Read More »

თებერვლის თვეში ერაყი ნავთობის მოპოვების შემცირებას აპირებს

ერაყი გეგმავს თებერვლის თვეში ნავთობის მოპოვების შემცირებას, რათა მოახდინოს გასულ წელს “ოპეკი +”-ის კვოტების დარღვევის კომპენსირება. ამის შესახებ განაცხადა ქვეყნის სახელმწიფო კომპანიამ, რომელიც ახორციელებს ნედლი ნავთობის გაყიდვას. ოპეკის სიდიდით მეორე მწარმოებელი ორი თვის განმავლობაში განახორციელებს დღეში დაახლოებით 3,6 მილიონი ბარელის გატარებას. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იქნება 2015 წლის დასაწყისიდან. სააგენტო Bloomberg-ის მიერ შედგენილი მონაცემების თანახმად, დეკემბერში ნავთობის გატარების საშუალო დღიურმა ოდენობამ შეადგინა 3.85 ...

Read More »

ნავთობპროდუქტების მოხმარების კლება COVID შეზღუდვებთანაა დაკავშირებული

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით,2020 წლის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 19,08  ათასი ტონა, რაც 1,26 ათასი ტონით ანუ 6,2%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (20,34 ათასი ტონა) შედარებით. 2020 წელს საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან – 5,59 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 29,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი – 3,26 ათასი ტონა (17,1%); გერმანია – 1,66 ათასი ...

Read More »
Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 40 დოლარზე რჩება

OPEC-ი ნავთობზე მოთხოვნის ზრდას პროგნოზირებს

OPEC-ი წელს ნავთობზე მოთხოვნის ზრდას პროგნოზირებს. ნავთობკარტელის პროგნოზით, 2021 წელს მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნა გაიზრდება 5,9 მლნ. ბარელით, დღე/ღამეში 95,9 მლნ ბარელამდე გაიზრდება, მაშინ როდესაც, კრიზისულ 2020 წელს ვარდნა დღიურად 9,8 მლნ ბარელი იყო. OPEC-ის გენერალურმა მდივანმა მუჰამმედ ბარკინდომ ვიდეოკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2021 წელს სავარაუდოდ, 4.4%-ით გაიზრდება, რაც დიდი  მიღწევაა გლობალური ეკონომიკისთვის. ბარკინდოს აზრით, ნავთობინდუსტრია დღეისათვის 12,6 ტრილიონი აშშ ...

Read More »

აშშ კვლავ ლიდერობს მსოფლიოში ნავთობის მოპოვების მიხედვით

ნოემბრის თვის შედეგებით ნავთობის მოპოვების მხრივ მსოფლიოში კვლავ შეერთებული შტატები ლიდერობს. ამის ადასტურებს JODI- ს (ნავთობის სტატისტიკის ერთობლივი ინიციატივა) მონაცემები. კერძოდ, ნოემბრის თვეში შეერთებულმა შტატებმა მოიპოვა 10,93 მილიონი ბარელი/დღეში, თვის განმავლობაში წარმოება გაიზარდა 511 ათასი ბარელით/დღე-ღამეში ანუ 4,9%-ით. აღნიშნულ პერიოდში რუსეთში ნავთობის მოპოვებამ შეადგინა 9,31 მილიონი ბარელი/დღე-ღამეში, რაც ოქტომბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით 73 ათასი ბარელით ანუ 0,8% -ით მეტია. საუდის არაბეთში ნავთობის მოპოვებამ ნოემბრის თვეში ...

Read More »
საუდის არაბეთმა აშშ-ს ნავთობმოპოვებაში ლიდერობა ჩამოართვა

სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობკომპანიები

ნავთობი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსია, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს ყველა სფეროში, საწვავის ტრანსპორტირებიდან დაწყებული კოსმეტიკური საშუალებებით დასრულებული. სწორედ ამ მიზეზით, მრავალი ქვეყნის ხელისუფლება ნავთობის მარაგების ნაციონალიზაციას ახდენს, რითაც უფრო მეტად აკონტროლებს ნავთობის რეზერვებს და შემოსავლის დამატებით ნაკადებზე წვდომასაც ახერხებს, თუმცა ზოგადად, ნაციონალიზაცია ხშირად გულისხმობს ეროვნული ნავთობკომპანიის შექმნას, რომელიც ქვეყნის ენერგეტიკულ საქმიანობას აკონტროლებს. Visual Capitalist-ი გვთავაზობს მსოფლიოს უდიდესი და გავლენიანი ...

Read More »

ერაყსა და ჩინურ კომპანიას შორის ნავთობის 2 მილიარდიანი გარიგება დაიდო

ერაყმა ჩინურ კომპანიასთან ნავთობის მიწოდების რამდენიმე მილიარდიანი გარიგება დადო. უცნობია ჩინური კომპანიის დასახელება და მოაწერა თუ არა ხელი პრემიერ-მინისტრმა მუსტაფა ალ-კადიმმა გარიგებას, თუმცა Bloomberg-მა ჯერ კიდევ დეკემბერში გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ გამარჯვებული ZhenHua Oil Co., ჩინეთის თავდაცვის სისტემის კონტრაქტორის შვილობილი კომპანია გახდა. ხელშეკრულებამ ტრეიდერებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია, რადგან ის უახლესი ისტორიის განმავლობაში ყველაზე დიდი გარიგებაა, რომელიც ერაყს საშუალებას მისცემს, თავისუფლად გაყიდოს ნედლი ...

Read More »

ბელორუსი და რუსეთი ისევ “ნავთობის ომის” ზღვარზე არიან

ბელორუსსა და რუსეთს შორის კიდევ ერთი “ნავთობის კონფლიქტი” მწიფდება. მიზეზი 3,5 მილიარდი რუსული რუბლია (46,52 მილიონი აშშ დოლარი), რომლის მიღებასაც “გომელტრანსნეფტი დრუჟბა” ელოდება „ტრანსნეფტისგან“. ბელორუსული კომპანია მიიჩნევს, რომ ეს თანხა მისი “დანაკლისის შემოსავალია”. “გომელტრანსნეფტი დრუჟბამ” სწორედ აღნიშნული თანხა დაკარგა შემოსავლის სახით გასული წელს, რუსული ნავთობის ტრანზიტის მოცულობის შემცირების გამო, და კიდევ 2.5 მილიარდი – სატრანზიტო ტარიფის ზრდის გამო, რომელიც ბელორუსის ...

Read More »