ნოემბრის თვის შედეგებით ნავთობის მოპოვების მხრივ მსოფლიოში კვლავ შეერთებული შტატები ლიდერობს. ამის ადასტურებს JODI- ს (ნავთობის სტატისტიკის ერთობლივი ინიციატივა) მონაცემები.
კერძოდ, ნოემბრის თვეში შეერთებულმა შტატებმა მოიპოვა 10,93 მილიონი ბარელი/დღეში, თვის განმავლობაში წარმოება გაიზარდა 511 ათასი ბარელით/დღე-ღამეში ანუ 4,9%-ით.
აღნიშნულ პერიოდში რუსეთში ნავთობის მოპოვებამ შეადგინა 9,31 მილიონი ბარელი/დღე-ღამეში, რაც ოქტომბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით 73 ათასი ბარელით ანუ 0,8% -ით მეტია.
საუდის არაბეთში ნავთობის მოპოვებამ ნოემბრის თვეში შეადგინა 8.972 მილიონი ბარელი/დღე-ღამეში, რაც უმნიშვნელო შემცირებაა წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით.
ნოემბერში აშშ–ის ექსპორტი შემცირდა 98 ათასი ბარელით/დღეში და შეადგინა 2,814 მილიონი ბარელი/დღეში. საუდის არაბეთმა გაზარდა ნავთობის ექსპორტი 195 ათასი ბარელით/დღეში – 6,354 მილიონ ბარელამდე/დღეში. რუსეთის ნავთობის ექსპორტის ნოემბრის თვის მონაცემები ჯერ კიდევ უცნობია.