თებერვლის თვეში ერაყი ნავთობის მოპოვების შემცირებას აპირებს

ერაყი გეგმავს თებერვლის თვეში ნავთობის მოპოვების შემცირებას, რათა მოახდინოს გასულ წელს “ოპეკი +”-ის კვოტების დარღვევის კომპენსირება. ამის შესახებ განაცხადა ქვეყნის სახელმწიფო კომპანიამ, რომელიც ახორციელებს ნედლი ნავთობის გაყიდვას.

ოპეკის სიდიდით მეორე მწარმოებელი ორი თვის განმავლობაში განახორციელებს დღეში დაახლოებით 3,6 მილიონი ბარელის გატარებას. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იქნება 2015 წლის დასაწყისიდან. სააგენტო Bloomberg-ის მიერ შედგენილი მონაცემების თანახმად, დეკემბერში ნავთობის გატარების საშუალო დღიურმა ოდენობამ შეადგინა 3.85 მილიონი.

ამ პერიოდში ექსპორტი, მათ შორის ნახევრად ავტონომიური ჩრდილოეთ რეგიონი ქურდისტანიდან,  შეადგენს 3 მილიონ ბარელზე მეტს დღე-ღამეში. გასულ თვეში ამ მაჩვენებელმა შეადგინა თითქმის 3,3 მილიონი.

ბაღდადის ამ მიზნების მიღწევის შესაძლებლობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დათანხმდება ქურდისტანის რეგიონალური მთავრობა მათ მიერ კონტროლირებადი საბადოებიდან   მიწოდების შემცირებაზე. ცენტრალური მთავრობა წუხილს გამოხატავდა იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ აკონტროლებს ქურდისტანის წარმოებას.

Leave a Reply