2020 წელს ჩინეთში ნავთობის მოპოვება 1,6%-ით გაიზარდა, გაზის – 9,8%-ით

2020 წლის შედეგებით ჩინეთმა ნავთობის მოპოვება 1.6%-ით გაზარდა  – 195 მილიონ ტონამდე, ნათქვამია სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებულ მონაცემებში. ამავდროულად, ნავთობის იმპორტი გაიზარდა 7,3%-ით და შეადგინა 540 მილიონი ტონა. გადამუშავების მოცულობა გაიზარდა 3%-ით და 670 მილიონ ტონამდე.

დეკემბრის თვეში ნავთობის მოპოვება გაიზარდა 0,9%-ით წლიურ გამოხატულებაში და მიაღწია 16,27 მლნ ტონას, ხოლო იმპორტი შემცირდა  15,4%-ით 38,47 მლნ ტონამდე, ავრცელებს ინფორმაციას სააგენტო “სინჰუა”.

გასულ წელს ჩინეთში ბუნებრივი გაზის მოპოვება გაიზარდა 9.8%–ით და შეადგინა 188.8 მილიარდი კუბური მეტრი. დეკემბერში წარმოება 13.7%-ით გაიზარდა და მიაღწია 18,7 მილიარდ კუბურ მეტრს.

2020 წელს  ჩინეთმა გაზის იმპორტი 5.3%-ით გაზარდა 102 მილიონ ტონამდე.

Leave a Reply