რას წარმოადგენს “ფაზის ოილი”, რომელმაც ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უნდა ააშენოს

რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში ნავთობის მიწოდება 2011 წლის დონემდე შემცირდა

საერთაშორისო სააგენტო Argus–ის ინფრომაციით, 2020 წლის შედეგებით “ტრანსნეფტის” სისტემის საშუალებით რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში ნავთობის მიწოდება 5,1%–ით შემცირდა 233,65 მლნ ტონამდე.

”ნავთობის მიწოდება რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში “ტრანსნეფტის” სისტემის საშუალებით 2020 წელს შემცირდა 36 ათასი ტონით/დღეში (12,5 მილიონი ტონა) 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 638,4 ათას ტონამდე/დღეში (233,65 მილიონი ტონა). ქარხნების წლიური მაჩვენებელი დაბრუნდა 2011 წლის დონეზე, როდესაც მან შეადგინა 639,4 ათასი ტონა/დღეში (233,38 მილიონი ტონა) “, – წერს სააგენტო.

“მთავრობის საგადასახადო მანევრმა, რომელიც 2015 წელს დაიწყო, რუსეთში გამოიწვია გადამუშავების მარჟის მნიშვნელოვანი შემცირება. 2020 წელს სიტუაცია გაამწვავა COVID-19 პანდემიამ, რამაც გამოიწვია ნავთობპროდუქტების მოხმარების კლება”, განმარტავს სააგენტო  იმ მიზეზებს, რამაც გამოიწვია ნავთობგადამამუშავებელი  ქარხნის დატვირთვის შემცირება.

სააგენტოს მონაცემებით, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მაქსიმალური დატვირთვა 2014 წელს დაფიქსირდა, როდესაც მიწოდებამ მიაღწია 262,12 მილიონ ტონას. 2015 წელს, საგადასახადო მანევრის პირველი ეტაპის შემოღების შემდეგ, რუსი მწარმოებლები ამცირებდნენ დატვირთვის ოდენობას  გადამამუშავების რენტაბელობის შემცირებისა და ნედლეულის ექსპორტის მიმზიდველობის გაზრდის ფონზე. შემცირება ზრდით მხოლოდ 2018 წელს შეიცვალა.

Leave a Reply