Tag Archives: #აირი

ევროპაში, მხოლოდ ერთ დღეში ბუნებრივი აირის ფასი 9%-ით გაიზარდა

ვაჭრობის მხოლოდ ერთი დღეის განმავლობაში ბუნებრივი აირის ფასი 9%-ით გაიზარდა. ორშაბათს, 12 ივლისს, ჰოლანდიურ TTF- ში ბუნებრივი აირის ღირებულება ათას კუბურ მეტრზე 414 დოლარიდან (წინა დღის ღირებულება) 451 დოლარამდე გაიზარდა. ამასთანავე, წინა ორ სავაჭრო სესიაზე,  დადებული ხელშეკრულების ფასი 398 აშშ დოლარს შეადგენდა. ბუნებრივი აირის ფასმა მაქსიმუმს მიაღწია 5 ივლისს და  466 აშშ დოლარი შეადგინა. 7 ივლისს, OPEC + – ის ...

Read More »

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი ზრდას განაგრძობს

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასები, მცირედით შემცირების შემდეგ, კვლავ გაიზარდა. ჰოლანდიურ TTF- ში გაზის ღირებულება ათას კუბურ მეტრზე 417 აშშ დოლარამდე გაიზარდა. ამავე დროს, წინა ორ სავაჭრო სესიაზე,  დადებული ხელშეკრულების ფასი 399 აშშ დოლარს შეადგენდა. გაზის ფასმა მაქსიმუმს მიაღწია 5 ივლისს და  466 აშშ დოლარი შეადგინა. 7 ივლისს, OPEC + – ის მოლაპარაკებების წარუმატებლად დასრულების შემდეგ, ბუნებრივი აირის  ფასები  11%-ით დაეცა. ევროკავშირის ექსპერტები ბუნებრივი ...

Read More »
საქართველომ აზერბაიჯანული გაზის იმპორტი გაზარდა

გაზზე მომუშავე მოწყობილობების რეალიზაციასთან დაკავშირებული რეგულაციები პირველ დეკემბრამდე გადავადდა

გაზზე მომუშავე მოწყობილობების რეალიზაციასთან დაკავშირებული რეგულაციები კიდევ ერთხელ გადავადდა. პირველი სექტემბრის ნაცვლად, აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი პირველი დეკემბრიდან შევა ძალაში. შესაბამისად, კომპანიები გაზზე მომუშავე ტექნიკის გაყიდვას, როგორიცაა გათბობის ქვაბები, გაზქურები და სხვა აირის საწვავზე მომუშავე ტექნიკა, ყოველგვარი შესაბამისობის დეკლარაციის გარეშე, პირველ დეკემბრამდე ჩვეულებრივად შეძლებენ. შეგახსენებთ, კომპანიებს, რომლებიც ქართულ ბაზარს წყლის გამაცხელებლებს, გათბობის ქვაბებს, გაზქურებს და სხვა აირის ...

Read More »

ერდოღანი: “TANAP და TAP დიდ სტიმულს აძლევენ ევროპის ეკონომიკურ განვითარებას”

”თურქეთი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პარტნიორია” აღნიშნულის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თანამშრომლობის სამიტზე ანტალიაში განაცხადა. მისი სიტყვებით, ტრანს-ანატოლიური გაზსადენისა (TANAP) და ტრანს-ადრიატიკური მილსადენის (TAP) დასრულებით, ჩამოყალიბდა მეოთხე მთავარი არტერია, რომლის გავლითაც ბუნებრივი აირი ევროპას მიეწოდება. ერდოღანმა ასევე დაამატა, რომ TANAP-ისა და TAP-ის პროექტები უზრუნველყოფს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და დიდ სტიმულს აძლევს ეკონომიკურ განვითარებას. ტრანს-ანატოლიური გაზსადენის ...

Read More »
თბილისში ბუნებრივი გაზის მკვეთრი სუნი გაზის ჭარბმა ოდორიზებამ გამოიწვია

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ვლადიკავკაზ-თბილისის მ/გ-ის სარემონტო სამუშაოები დაასრულა

ვლადიკავკაზ-თბილისის მ/გ-ის სარემონტო სამუშაოები დასრულებულია. შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრელური გაზსადენის გადაუდებელი სარემონტო სამუშაოები დაასრულა. აღნიშნული მაგისტრალი მდინარე თერგის შენაკადის ღვარცოფული მოვლენის შედეგად დაზიანდა, რის გამოც აუცილებელი გახდა რებილიტაციის განხორციელება. შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები დაასრულა. ამ ეტაპზე ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენას ახორციელებს “სოკარ ჯორჯია გაზი”.

Read More »
დიდუბე-ჩუღურეთის აბონენეტების ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო: მიმდინარე წელს ბუნებრივ აირზე გლობალური მოთხოვნა 3,6%-ით გაიზრდება

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო (IEA) წელს ბუნებრივ აირზე გლობალური მოთხოვნის 3.6%-ით ზრდას პროგნოზირებს. გარდა ამისა, ორგანიზაციამ 2022-2024 წლების პროგნოზი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მოთხოვნა 1,7%-ით გაიზრდება. IEA მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პარიზის შეთანხმება, რომელსაც 190-ზე მეტმა ქვეყანამ  მოაწერა ხელი და რომლის მიზანიც გლობალური დათბობის 1.5 გრადუსამდე შემცირებაა,  საწვავის მოხმარების შეზღუდვას ითვალისწინებს, აღნიშნული არ შეამცირებს “ლურჯი საწვავის” გამოყენებას მოკლევადიან პერიოდში. ”თუ ქვეყნები ...

Read More »
,,გაზპრომი" 2016 წელს ბუნებრივი აირის წარმოებას გაზრდის

ბუნებრივი აირის ფასი ევროპაში 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა

ბუნებრივი აირის ფასი ევროპაში 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. ნიდერლანდების უდიდესმა მომწოდებელმა TTF-მა გაზზე ფასი ათას კუბურ მეტრზე  450 დოლარამდე გაზარდა. Financial Times-სთან ინტერვიუში, უკრაინის გაზოპერატორის, GTS-ის გენერალურმა დირექტორმა, სერგეი მაკოგონმა განაცხადა, რომ ფასების ზარდა ეს ხელოვნურად შექმნილი პრობლემაა. მაკოგონმა აღნიშნა, რუსული “გაზპრომი” ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდებას განზრახ აჩერებს. Financial Times-ის ცნობით, “გაზპრომმა” უარი თქვა უკრაინის გავლით დამატებითი მოცულობების მიწოდებაზე, ...

Read More »

SOCAR Energy Georgia-ში SOCAR-ის წილი 92%-მდე გაიზარდა

2020 წელს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ, SOCAR-მა გაზარდა თავისი წილი საქართველოში არსებულ შვილობილ კომპანია  SOCAR Energy Georgia-ში. როგორც SOCAR–ის  წლის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაშია მოცემული, კომპანიამ საკუთარი წილი 75.5%-დან 91.8%-მდე გაზარდა. SOCAR Energy Georgia 2006 წლიდან ფუნქციონირებს. ამ დროის განმავლობაში კომპანიამ საქართველოს ეკონომიკაში $ 1,2 მილიარდზე მეტი ინვესტიცია ჩადო და ბიუჯეტში  1,7 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით გადასახადები გადაიხადა. დღეს კომპანია, საქართველოს მასშტაბით, 770 ათასზე მეტ გაზის ...

Read More »
თხუთმეტი ევროპული სახელმწიფო რუსულ გაზზე უარს ამბობს

გაზზე მომუშავე მოწყობილობებზე რეგულაციების გადავადება იმპორტიორებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა

აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება 2021 წლის პირველ სექტემბრამდე გადავადდა, ხოლო უკვე იმპორტირებული დანადგარების ამოყიდვაზე შეზღუდვები საერთოდ მოიხსნა. მიუხედავად შემსუბუქებისა, აირზე მომუშავე მოწყობილობების იმპორტიორების თქმით, აღნიშნული რეგულაცია მათ ბიზნესს სერიოზულ დარტყმას მიაყენებს და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა არ შეესაბამება აღნიშნული რეგულაციის შინაარსს. კერძოდ, რეგულაციის ამოქმედების შემთხვევაში წყალგამაცხელებლები და გაზის გამათბობლები, რომელთაც დღეს ბაზრის უდიდესი ნაწილი უჭირავთ, ქვეყანაში ვერ შემოვა ...

Read More »
რა ცვლილებები შეეხება სოციალური გაზის ტარიფს

ევროპაში ბუნებრივი აირის ღირებულება რეკორდულად გაიზარდა

გასულ კვირას, ევროპის ქვეყნებში ბუნებრივ აირზე ფასები რეკორდულად გაიზარდა და 1000 კუბურ მეტრზე 400 აშშ დოლარს გადააჭარბა. ICE Futures-ზე 28 ივნისს TTF ინდექსზე ივლისის ფიუჩერსებით ვაჭრობა 398 აშშ დოლარზე დაიხურა, ხოლო მეორე დღეს ვაჭრობა 401 აშშ დოლარით გაიხსნა. გაზის ფასის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია ბოლო 13 წლის განმავლობაში. შეგახსენებთ, რომ გასული კვირის ბოლოს ევროკავშირის ექსპერტებმა გაზის ფასების რეკორდულ ზრდაში “გაზპრომი” დაადანაშაულეს.

Read More »