2020 წელს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ, SOCAR-მა გაზარდა თავისი წილი საქართველოში არსებულ შვილობილ კომპანია SOCAR Energy Georgia-ში.
როგორც SOCAR–ის წლის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაშია მოცემული, კომპანიამ საკუთარი წილი 75.5%-დან 91.8%-მდე გაზარდა.
SOCAR Energy Georgia 2006 წლიდან ფუნქციონირებს. ამ დროის განმავლობაში კომპანიამ საქართველოს ეკონომიკაში $ 1,2 მილიარდზე მეტი ინვესტიცია ჩადო და ბიუჯეტში 1,7 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით გადასახადები გადაიხადა. დღეს კომპანია, საქართველოს მასშტაბით, 770 ათასზე მეტ გაზის მომხმარებელს ემსახურება.