ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი ზრდას განაგრძობს

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასები, მცირედით შემცირების შემდეგ, კვლავ გაიზარდა.

ჰოლანდიურ TTF- ში გაზის ღირებულება ათას კუბურ მეტრზე 417 აშშ დოლარამდე გაიზარდა. ამავე დროს, წინა ორ სავაჭრო სესიაზე,  დადებული ხელშეკრულების ფასი 399 აშშ დოლარს შეადგენდა. გაზის ფასმა მაქსიმუმს მიაღწია 5 ივლისს და  466 აშშ დოლარი შეადგინა.

7 ივლისს, OPEC + – ის მოლაპარაკებების წარუმატებლად დასრულების შემდეგ, ბუნებრივი აირის  ფასები  11%-ით დაეცა.

ევროკავშირის ექსპერტები ბუნებრივი აირის ფასების მატებაში რუსულ “გაზპრომს” ადანაშაულებენ.

Leave a Reply