დიდუბე-ჩუღურეთის აბონენეტების ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო: მიმდინარე წელს ბუნებრივ აირზე გლობალური მოთხოვნა 3,6%-ით გაიზრდება

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო (IEA) წელს ბუნებრივ აირზე გლობალური მოთხოვნის 3.6%-ით ზრდას პროგნოზირებს.

გარდა ამისა, ორგანიზაციამ 2022-2024 წლების პროგნოზი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მოთხოვნა 1,7%-ით გაიზრდება.

IEA მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პარიზის შეთანხმება, რომელსაც 190-ზე მეტმა ქვეყანამ  მოაწერა ხელი და რომლის მიზანიც გლობალური დათბობის 1.5 გრადუსამდე შემცირებაა,  საწვავის მოხმარების შეზღუდვას ითვალისწინებს, აღნიშნული არ შეამცირებს “ლურჯი საწვავის” გამოყენებას მოკლევადიან პერიოდში.

”თუ ქვეყნები არ განაგრძობენ ნულოვანი ემისიის პოლიტიკის მკაცრად გატარებას 2050 წლამდე, ბუნებრივ აირზე მოთხოვნა გაიზრდება”, – აცხადებს IEA .

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply