საქართველომ აზერბაიჯანული გაზის იმპორტი გაზარდა

გაზზე მომუშავე მოწყობილობების რეალიზაციასთან დაკავშირებული რეგულაციები პირველ დეკემბრამდე გადავადდა

გაზზე მომუშავე მოწყობილობების რეალიზაციასთან დაკავშირებული რეგულაციები კიდევ ერთხელ გადავადდა. პირველი სექტემბრის ნაცვლად, აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი პირველი დეკემბრიდან შევა ძალაში.

შესაბამისად, კომპანიები გაზზე მომუშავე ტექნიკის გაყიდვას, როგორიცაა გათბობის ქვაბები, გაზქურები და სხვა აირის საწვავზე მომუშავე ტექნიკა, ყოველგვარი შესაბამისობის დეკლარაციის გარეშე, პირველ დეკემბრამდე ჩვეულებრივად შეძლებენ.

შეგახსენებთ, კომპანიებს, რომლებიც ქართულ ბაზარს წყლის გამაცხელებლებს, გათბობის ქვაბებს, გაზქურებს და სხვა აირის საწვავზე მომუშავე ტექნიკას აწვდიან, დოკუმენტაცია რეგლამენტის შესაბამისად უნდა ჰქონდეთ მომზადებული. თუ ტექნიკა ამ პროცედურას გაივლის, მწარმოებელი ვალდებულია, დამატებით შესაბამისობის დეკლარაცია შეადგინოს, სადაც აღნიშნული იქნება, რომ მოწყობილობა დაპროექტებული, წარმოებულია ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად. ამასთან, რეგლამენტი კერძო სექტორს შესაბამისობის დეკლარაციის მოთხოვნას მხოლოდ მოწყობილობებზე არ უწესებს.

რეგულაცია ვრცელდება მათ შორის ტექნიკის დეტალებზეც. თავდაპირველად ტექნიკური რეგლამენტი ძალაში უნდა შესულიყო მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან. თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით ცვლილებების ამოქმედებამ პირველ სექტემბრამდე გადაიწია. ამჯერად კიდევ ერთი გადავადება მოხდა და სიახლე ძალაში პირველ დეკემბერს შევა. სწორედ ბიზნესის მოთხოვნა იყო რეგულაციის გონივრული ვადით გადაწევა, ვინაიდან როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლები აცხადებდნენ, მათ ჰქონდათ მილიონობით ლარის პროდუქცია დასაწყობებული და თუ სიახლე ძალაში პირველი ივლისიდან შევიდოდა, ისინი მნიშვნელოვან ფინანსურ ზარალზე გავიდოდნენ.

Leave a Reply