ბუნებრივი აირის ფასი ევროპაში 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. ნიდერლანდების უდიდესმა მომწოდებელმა TTF-მა გაზზე ფასი ათას კუბურ მეტრზე 450 დოლარამდე გაზარდა.
Financial Times-სთან ინტერვიუში, უკრაინის გაზოპერატორის, GTS-ის გენერალურმა დირექტორმა, სერგეი მაკოგონმა განაცხადა, რომ ფასების ზარდა ეს ხელოვნურად შექმნილი პრობლემაა.
მაკოგონმა აღნიშნა, რუსული “გაზპრომი” ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდებას განზრახ აჩერებს.
Financial Times-ის ცნობით, “გაზპრომმა” უარი თქვა უკრაინის გავლით დამატებითი მოცულობების მიწოდებაზე, რომელიც მიზნად ისახავდა ევროპაში ექსპორტის გაზრდას.