Tag Archives: #გაზი

ტანაპ

TANAP-ის მეშვეობით, თურქეთს 3.2 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზი მიეწოდება

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში, აზერბაიჯანმა თურქეთში 5.2 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გაგზავნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს ოპერატიულ მონაცემებში ვკითხულობთ. ხსენებული მონაცემების თანახმად, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, 3.2 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი ბუნებრივი აირი თურქეთს ტრანს-ანატოლიური გაზსადენის (TANAP) გავლით მიეწოდებოდა. ბუნებრივი აირი, რომელიც თურქეთში იგზავნება, აზერბაიჯანულ “შაჰ-დენიზის” საბადოდან იწარმოება. გაზი თურქეთის ბაზარს სამხრეთ კავკასიური მილსადენის (ბაქო-თბილისი-ერზურუმისა) და TANAP-ის საშუალებით მიეწოდება. ...

Read More »
თბილისი-თელეთის დასახლებაში გაზიფიცირების პროექტის განხორციელება დაიწყო

აფხაზეთში 1 ბალონი გაზი ათას რუბლამდე გაძვირდა

23 აგვისტოდან აფხაზეთში გაზის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ამჟამად, ერთი ბალონის ღირებულება 1000 რუბლს აღწევს, განაცხადა კომპანია “აფხაზტოპის” წარმომადგენელმა რამაზ ჯოპუამ რადიო Sputnik–თან ინტერვიუში. აღსანიშნავია, რომ საცალო ფასი განისაზღვრულია ათასი რუბლით, როდესაც ერთი ბალონის შესყიდვის ფასი, ტრანსპორტირებისა და სხვა ხარჯების ჩათვლით, ჯდება 1.1 ათასი რუბლი. აცხადებს ჯოპუა, მისი სიტყვებით, ტურისტების შემოდინების გამო, აფხაზეთში გაზის მარაგები უფრო სწრაფად იწურება. განსაკუთრებით ბევრ გაზს ...

Read More »
საქართველომ აზერბაიჯანული გაზის იმპორტი გაზარდა

აზერბაიჯანმა ბუნებრივი აირის ექსპორტი 35%-ით გაზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში აზერბაიჯანმა 10.4 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი ექსპორტზე გაიტანა. აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემების მიხედვით, აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 35%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მიმდინარე წლის შვიდი თვის განმავლობაში, აზერბაიჯანმა თურქეთში ექსპორტზე 5,2 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაიტანა, ევროპაში – 4 მილიარდი კუბური მეტრი, ხოლო საქართველოში – 1,1 მილიარდი კუბური მეტრი.

Read More »
ირანი მზადაა ნავთობის მოპოვება სანქციების მოხსნიდან 1 კვირაში გაზარდოს

ირანმა კასპიის ზღვაში ახალი ბუნებრივი აირის საბადო აღმოაჩინა

გასულ კვირას, კასპიის ზღვაში, ირანმა მძლავრი ბუნებრივი აირის საბადო აღმოაჩინა. აღნიშნულის შესახებ ირანული მედია იუწყება. ობიექტი, სახელად “ჩალუსი”, შემუშავდება ჩრდილოეთ ირანში ახალი ბუნებრივი აირის ცენტრის შესაქმნელად. ის შეავსებს სამხრეთ გაზის კერას, რომელის მთავარი წყაროსაც მძლავრი საბადო – “სამხრეთ პარსი” წარმოადგენს. “ჩალუსის” მთავარი დეველოპერები არიან ირანული Khazar Exploration და Production (KEPCO). პროექტს ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას ასევე გაუწევს რუსეთი და ჩინეთი. ...

Read More »

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტში ჩართულ გემსა და ორ ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტში ჩართულ გემსა და ორ ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა. სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციამ კონგრესს ანგარიში წარუდგინა, რომელშიც მოცემულია ერთი რუსული გემი და ორი რუსი ფიზიკური პირი, რომლებსაც სანქციები დაუწესდებათ ევროპის ენერგოუსაფრთხოების დაცვის კანონის შესაბამისად. „მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაცია კვლავაც ეწინააღმდეგება „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტს, მათ შორის სანქციების მეშვეობით, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ...

Read More »

ვლადიმერ პუტინი: რუსეთი მზადაა, გააგრძელოს გაზის ტრანზიტი უკრაინაში 2024 წლის შემდეგაც, ეს დამოკიდებული იქნება ევროპის საჭიროებებზე

რუსეთი მზადაა, გააგრძელოს გაზის ტრანზიტი უკრაინაში 2024 წლის შემდეგაც, მაგრამ უნდა გავიგო რამდენს იყიდიან ისინი, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან შეხვედრისას განაცხადა. პუტინის თქმით, მან მერკელი დაარწმუნა, რომ რუსეთი სრულად შეასრულებს შეთანხმებებს უკრაინის ტრანზიტზე მაშინაც კი, როდესაც ის კანცლერის პოსტს დატოვებს. „უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტი დამოკიდებული იქნება მიწოდების კონტრაქტებზე“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა. პრესკონფერენციაზე ...

Read More »

ვლადიმერ პუტინი: „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. „ზღვაში 15 კილომეტრი დარჩა გასაყვანი. სულ ეს არის. შეიძლება ითქვას, რომ გაზსადენის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. ვლადიმერ პუტინის თქმით, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა პოლიტიკური პროცესის ნაწილი არ არის. 21 ივლისს, აშშ-მა და გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტზე შეთანხმებას მიაღწიეს. ...

Read More »
ახალი გაზსადენი ევროპას რუსული ზეწოლისგან გაათავისუფლებს

იანვარ-ივლისში, აზერბაიჯანმა ევროპაში 3 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაგზავნა

2021 წლის იანვარ-ივლისში, აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის ექსპორტმა 12 მილიარდ 61 მლნ 122,84 ათასი კუბური მეტრი შეადგინა, რაც 56,4%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. “ინტერფაქს-აზერბაიჯანს” სახელმწიფო საბაჟო კომიტეტმა განუცხადა. ”საანგარიშო პერიოდში, აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის ექსპორტის ღირებულებამ შეადგინა 2 მილიარდი 14 მლნ 914.97 ათასი აშშ დოლარი (ზრდა 35.4%). გაზის ექსპორტის წილმა აზერბაიჯანიდან ექსპორტის მთლიანი მოცულობის 17.68% (2020 წლის იანვარ -ივლისში – ...

Read More »

4 000–მდე აბონენტს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

გლდანის რაიონში, ერთერთი სკვერის რეაბილიტაციის ფარგლებში აუცილებელია თბილისი ენერჯის კუთვნილი გაზსადენის რეკონსტრუქცია. სამუშაოების მიმდინარეობისას ხვალ, 20 აგვისტოს 10:00 დან საღამოს 17:00 საათამდე გაზმომარაგება დროებით შეუწყდება 4000-მდე აბონენტს. კერძოდ, გლდანის VII მ/რ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, მიმდებარედ – ხიზანიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს და მცირე კომერციულ ობიექტებს. გაზმომარაგება სრულად აღდგება 22:00 სთ-მდე.

Read More »
უკრაინა რუსულ გაზში 232 დოლარს გადაიხდის

ცრუ ინფორმაციამ ევროპაში გაზის ფასი დააგდო

18 აგვისტოს, ევროპაში გაზის ფასი 10%-ით შემცირდა, რადგან გამოჩნდა ყალბი “ჩრდილოეთ ნაკადი 2-დან” გაზის მიღების შესახებ. გერმანიის გაზის სატრანსპორტო ოპერატორთან Gascade, რომელიც Nord Stream 2 EUGAL– ის სახმელეთო ფილიალს ემსახურება, გამოჩნდა ინფორმაცია, რომ Lubmin II-ის საზღვაო მაგისტრალიდან გასავლის წერტილში გაზის ფიზიკური მოცულობა მიიღეს. Gascade წარმომადგენელმა ინფორმაცია უკვე უარყო და განაცხადა, რომ ის არასწორი იყო. ახლა Gascade–ის მონაცემები ტრანსპორტირებას ისევ არ ...

Read More »