Tag Archives: #გაზი

ენერგეტიკის ექსპერტი: შესაძლოა, თბილისი ცდილობს, საქართველოსთვის აზერბაიჯანული კომერციული გაზის ფასი შეამციროს

რამდენად იმოქმედებს ვროპაში გაზის ფასის ისტორიული მაქსიმუმი საქართველოოზე?

ევროპის ბაზარზე გაზის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა. როგორც ანალიტიკოსები განმარტავენ, საცავებში გაზის მარაგების დეფიციტისა და აზიაში მოხმარების ზრდის ფონზე, უახლოეს პერიოდში გაზი შესაძლოა, კიდევ გაძვირდეს, ხოლო „გაზპრომის“ მიდგომა უკრაინული ტრანზიტისადმი ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებს. პრობლემას აცნობიერებენ საქართველოშიც, თუმცა სპეციალისტები ამ გავლენას უშუალოდ ტარიფთან დაკავშირებით ვერ ხედავენ და აცხადებენ, რომ ქართველ მომხმარებელს გაზი, სულ მცირე, წლის ბოლომდე არ გაუძვირდება. ტრანს–კასპიური გაზსადენისა და ...

Read More »

აშშ და უკრაინა კვლავ ეწინააღმდეგებიან „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პროექტს

აშშ და უკრაინა კვლავ ეწინააღმდეგებიან „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პროექტს, რომელსაც ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის საფრთხედ განიხილავენ. ამის შესახებ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ აშშ-ისა და უკრაინის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. „აშშ გააგრძელებს კანონმდებლობითა და ენერგეტიკული დიპლომატიით გათვალისწინებული ზომების გამოყენებას, რათა შეინარჩუნოს უკრაინის სატრანზიტო როლი, უზრუნველყოს ენერგიის მიწოდების უსაფრთხოება და ხელი შეუშალოს კრემლის მიერ ენერგეტიკის როგორც გეოპოლიტიკური იარაღის გამოყენებას. აშშ-ისა და უკრაინის მთავრობები მხარს უჭერენ უკრაინაში დივერსიფიცირებული ...

Read More »

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასის ზრდა კონტროლს აღარ ექვემდებარება

ევროპის ფიუჩერსულ ბაზარზე გაზის ფასი ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს და ათას კუბურ მეტრზე მისი ღირებულება 630 აშშ დოლარს აღემატება. ამრიგად, სექტემბრის ფიუჩერსული კონტრაქტის ღირებულება ნიდერლანდებში TTF-ზე  ათას კუბურ მეტრზე დაახლოებით 632,33 აშშ დოლარს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში ბუნებრივი აირის ფასი ევროპაში თითქმის 100 აშშ დოლარით დაეცა, როდესაც ყალბი ინფორმაცია გავრცელდა Nord Stream 2-ით გაზმომარაგების სავარაუდო დაწყების შესახებ, შემდეგ კი, “გაზპრომის” ...

Read More »

„ჯერ კიდევ არ არის გვიან, შეაჩეროთ რუსული მილსადენი“

უკრაინის სახელმწიფო ენერგეტიკული ფირმა ნაფტოგაზის (Naftogaz)ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ჯერ კიდევ არ არის გვიან შეერთებულმა შტატებმა და გერმანიამ დაბლოკონ რუსული „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ მილსადენი და მოუწოდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, გააძლიეროს სანქციები ამ პროექტისთვის. შეგახსენებთ, რომ უკრაინა სასტიკად ეწინააღმდეგებოდა გერმანიასა და ბაიდენის ადმინისტრაციას შორის ივლისში მიღწეულ გარიგებას, რომელიც რუსეთს ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის  გაგრძელების საშუალებას აძლევს. საპასუხოდ რუსეთი აცხადებს, რომ $11 მილიარდიანი  პროექტი, ...

Read More »
სოფლების ჩამონათვალი, რომელთა გაზიფიცირებაც 2016 წელს მოხდება

წყლის გამაცხელებლებსა და გაზქურებზე ტექნიკური რეგლამენტი კიდევ გადავადდა – როდიდან შევა ცვლილება ძალაში

ბუნებრივ აირზე მომუშავე მოწყობილობებისთვის ახალი ვალდებულების ამოქმედება ისევ გადავადდა. ტექნიკური რეგლამენტი პირველად, 1-ლი ივლისიდან 1-ელ სექტემბრამდე, ამჯერად კი პირველ დეკემბრამდე გადავადდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მთავრობამ დადგენილება უკვე გამოსცა. ცნობისათვის, „აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, ბაზარზე მხოლოდ ის მოწყობილობები გაიყიდება, რომელებიც აღნიშნული რეგლამენტის შესაბამისად იქნება ნაწარმოები. ანუ, მწარმოებელ კომპანიებს, რომლებიც ქართულ ბაზარს წყლის გამაცხელებლებს, გათბობის ქვაბებს, გაზქურებს და ...

Read More »

რუსეთი გაზით ევროპაზე ზეწოლას ზრდის

გაზის მარაგები ევროპაში მინიმალურ დონეზეა იმის გამო, რომ  პანდემიის დროს მწარმოებლებმა მოპოვება შეამცირეს, შემდეგ კი, ეკონომიკის აღდგენის დაწყების  პარალელურად, აღმოჩნდა, რომ გაზის არსებული რაოდენობა საკმარისი არაა. შედეგად გაზის ღირებულება რეკორდებს ხსნის, ევროპელები კი ხარჯების შესამცირებლად ნახშირის მოხმარებას მკვეთრად ზრდიან. სწორედ ამ გლობალური კრიზისის დროს, რუსეთმა ევროპაში უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის გაზრდაზე უარი განაცხადა. ევროპაში რუსული გაზი ძირითადად სწორედ უკრაინის გავლით ...

Read More »

OPEC+-ის შეხვედრა იქნება უფრო დიდი შოკი იქნება სანავთობო ბაზრისთვის, ვიდრე ქარიშხალი “იდა”

ქარიშხალი “იდას” გამო, მექსიკის ყურეში ნავთობის წარმოება 28 აგვისტოს მდგომარეობით 91%-ით შემცირდა. გარდა ამისა, გაზის წარმოება 85%-ით არის შემცირებული. ყურეში მოქმედი კომპანიები იძულებულნი გახდნენ 279 საწარმოო პლატფორმიდან პერსონალის ევაკუაცია განეხორციელებინათ. თუმცა, ანალიტიკოსების აზრით, ფასების ჩამოყალიბებაზე აღნიშნული დიდ გავლენას არ მოახდენს: “ამ მოცულობას არ შეიძლება ვუწოდოთ მნიშვნელოვანი მსოფლიო მოხმარებისთვის. გარდა ამისა, ქარიშხალი არის მოკლევადიანი ფაქტორი, რომელიც ზრდის ფასებს” – აცხადებენ ისინი. გაცილებით ...

Read More »
ევროკომისიამ ადრიატიკის ზღვის გავლით გაზსადენის მშენებლობას მხარი დაუჭირა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასმა ათას კუბურ მეტრზე 600 დოლარს გადააჭარბა

სექტემბრის ფიუჩერსული კონტრაქტების ღირებულებამ ნიდერლანდების TTF ცენტრში, ათას კუბურ მეტრზე 600 აშშ დოლარს გადააჭარბა. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში ბუნებრივი აირის ფასი ევროპაში თითქმის 100 აშშ დოლარით დაეცა, როდესაც ყალბი ინფორმაცია გავრცელდა Nord Stream 2-ით გაზმომარაგების სავარაუდო დაწყების შესახებ, შემდეგ კი, “გაზპრომის” შეტყობინების, 5,6 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შესაძლო მიწოდების შესახებ. Financial Times-ის ცნობით, გაზზე ფასების ზრდა “გაზპრომის” მიერ ხელოვნურად ...

Read More »

წლის პირველ ნახევარში, აზერბაიჯანმა ირანიდან 270 მილიონი კუბური მეტრი გაზის იმპორტი განახორციელა

2021 წლის იანვარ-ივნისში აზერბაიჯანმა 268 მილიონ 903.43 ათასი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის იმპორტი განახორცხიელა. აღნიშნულის შესახებ, მთავრობამ „ინტერფაქს-აზერბაიჯანს“ განუცხადა. „მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, აზერბაიჯანმა 10 მლნ 206.53 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ბუნებრივი აირი შემოიტანა. ჩვენ ვსაუბრობთ აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის მიერ რეგისტრირებულ მოცულობებზე “ – ნათქვამია განცხადებაში. საანგარიშო პერიოდში, გაზის იმპორტის მთლიანი მოცულობა ირანზე მოდის. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ირანიდან ...

Read More »

EIA: ამერიკული გათხევადებული გაზის ექსპორტი კვირაში 18%-ით გაიზარდა

Henry Hub-ის მიერ გამოქვეყნებული ფასების მიხედვით, გათხევადებული ბუნებრივი აირის (LNG) ექსპორტი შეერთებული შტატებიდან გასულ კვირის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. როგორც Report იუწყება, ხსენებულის შესახებ ინფორმაციას offshore-energy.biz ავრცელებს, ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის (EIA) მონაცემებზე დაყრდნობით. აღსანიშნავია, რომ 19-25 აგვისტოს შუალედში, აშშ-ს საექსპორტო ობიექტები გათხევადებული ბუნებრივი აირით დატვირთულმა 18-მა გემმა დატოვა. LNG-ს მატარებლების საერთო სიმძლავრე 67 მილიარდი კუბური ფუტი იყო (1.9 მილიარდი კუბური მეტრი). ...

Read More »