ევროპის ფიუჩერსულ ბაზარზე გაზის ფასი ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს და ათას კუბურ მეტრზე მისი ღირებულება 630 აშშ დოლარს აღემატება.
ამრიგად, სექტემბრის ფიუჩერსული კონტრაქტის ღირებულება ნიდერლანდებში TTF-ზე ათას კუბურ მეტრზე დაახლოებით 632,33 აშშ დოლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში ბუნებრივი აირის ფასი ევროპაში თითქმის 100 აშშ დოლარით დაეცა, როდესაც ყალბი ინფორმაცია გავრცელდა Nord Stream 2-ით გაზმომარაგების სავარაუდო დაწყების შესახებ, შემდეგ კი, “გაზპრომის” შეტყობინების, 5,6 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შესაძლო მიწოდების შესახებ.
Financial Times-ის ცნობით, გაზზე ფასების ზრდა “გაზპრომის” მიერ ხელოვნურად შექმნილი პრობლემაა, რომელიც ევროპაში გაზის მიწოდებას განზრახ აჩერებს.