2021 წლის იანვარ-ივნისში აზერბაიჯანმა 268 მილიონ 903.43 ათასი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის იმპორტი განახორცხიელა. აღნიშნულის შესახებ, მთავრობამ „ინტერფაქს-აზერბაიჯანს“ განუცხადა.
„მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, აზერბაიჯანმა 10 მლნ 206.53 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ბუნებრივი აირი შემოიტანა. ჩვენ ვსაუბრობთ აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის მიერ რეგისტრირებულ მოცულობებზე “ – ნათქვამია განცხადებაში.
საანგარიშო პერიოდში, გაზის იმპორტის მთლიანი მოცულობა ირანზე მოდის.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ირანიდან აზერბაიჯანში ბუნებრივი აირის იმპორტი მოცულობითა და ღირებულებითაც 4,7-ჯერ გაიზარდა.
2020 წელს, აზერბაიჯანმა შეიტანა 134 მილიონ 429,62 ათასი კუბური მეტრი გაზი, რომლის ღირებულებამაც 5 მილიონ 102,43 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. იმპორტის მთლიანი მოცულობა წინა წელსაც ირანზე მოდიოდა.
ნინო სამადაშვილი