აშშ და უკრაინა კვლავ ეწინააღმდეგებიან „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პროექტს

აშშ და უკრაინა კვლავ ეწინააღმდეგებიან „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პროექტს, რომელსაც ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის საფრთხედ განიხილავენ. ამის შესახებ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ აშშ-ისა და უკრაინის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

„აშშ გააგრძელებს კანონმდებლობითა და ენერგეტიკული დიპლომატიით გათვალისწინებული ზომების გამოყენებას, რათა შეინარჩუნოს უკრაინის სატრანზიტო როლი, უზრუნველყოს ენერგიის მიწოდების უსაფრთხოება და ხელი შეუშალოს კრემლის მიერ ენერგეტიკის როგორც გეოპოლიტიკური იარაღის გამოყენებას. აშშ-ისა და უკრაინის მთავრობები მხარს უჭერენ უკრაინაში დივერსიფიცირებული წყაროებიდან გაზის მიწოდების ძალისხმევის გაზრდას“, – ნათქვამია განცხადებაში.

21 ივლისს, აშშ-მა და გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტზე შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმების თანახმად, გერმანიამ ვალდებულება აიღო, ზომები მიიღოს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ენერგომატარებლის უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებას შეეცდება ან თუ უკრაინის მიმართ აგრესიულ ქმედებას ჩაიდენს. აღნიშნული მოიცავს გერმანიის მიერ ზომების გატარებას როგორც ეროვნულ, ასევე ევროკავშირის დონეზე, მათ შორის სანქციების დაწესებას.

Leave a Reply