EIA: ამერიკული გათხევადებული გაზის ექსპორტი კვირაში 18%-ით გაიზარდა

Henry Hub-ის მიერ გამოქვეყნებული ფასების მიხედვით, გათხევადებული ბუნებრივი აირის (LNG) ექსპორტი შეერთებული შტატებიდან გასულ კვირის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

როგორც Report იუწყება, ხსენებულის შესახებ ინფორმაციას offshore-energy.biz ავრცელებს, ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის (EIA) მონაცემებზე დაყრდნობით.

აღსანიშნავია, რომ 19-25 აგვისტოს შუალედში, აშშ-ს საექსპორტო ობიექტები გათხევადებული ბუნებრივი აირით დატვირთულმა 18-მა გემმა დატოვა. LNG-ს მატარებლების საერთო სიმძლავრე 67 მილიარდი კუბური ფუტი იყო (1.9 მილიარდი კუბური მეტრი).

ერთი კვირით ადრე კი, 16 LNG გადამზიდავმა, რომელთა საერთო სიმძლავრე 57 მილიარდი კუბური ფუტს შეადგენდა (1.61 მილიარდი კუბური მეტრი), დატოვა აშშ-ს საექსპორტო ობიექტები.

ამრიგად, ერთი კვირის განმავლობაში, გათხევადებული გაზის ექსპორტი შეერთებული შტატებიდან 18%-ით გაიზარდა.

Henry Hub-ის მონაცემებით, მიმდინარე კვირაში, ამერიკული LNG-ის ფასი 1 მილიონი ბრიტანული თერმული ერთეულისთვის (MMBtu) 3,86 აშშ დოლარიდან –  4.01 აშშ დოლარამდე გაიზარდა (+4.66%).

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply