სექტემბრის ფიუჩერსული კონტრაქტების ღირებულებამ ნიდერლანდების TTF ცენტრში, ათას კუბურ მეტრზე 600 აშშ დოლარს გადააჭარბა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში ბუნებრივი აირის ფასი ევროპაში თითქმის 100 აშშ დოლარით დაეცა, როდესაც ყალბი ინფორმაცია გავრცელდა Nord Stream 2-ით გაზმომარაგების სავარაუდო დაწყების შესახებ, შემდეგ კი, “გაზპრომის” შეტყობინების, 5,6 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შესაძლო მიწოდების შესახებ.
Financial Times-ის ცნობით, გაზზე ფასების ზრდა “გაზპრომის” მიერ ხელოვნურად შექმნილი პრობლემაა, რომელიც ევროპაში გაზის მიწოდებას განზრახ აჩერებს.