Tag Archives: #გაზი

ამჟამად, აშშ საექსპორტო გაზის ძირითად ნაწილს ევროპას აწვდის

რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირების ფონზე, ევროპამ აზია ჩაანაცვლა და აშშ-ის თხევადი ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი იმპორტიორი გახდა. 2022 წლის პირველ ოთხ თვეში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავისი თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) თითქმის სამი მეოთხედი ევროპაში გაგზავნა, რაც გასულ წელთან შედარებით ერთი მესამედით მეტია. აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის განცხადებით, 2022 წლის პირველ ოთხ თვეში ევროპის რეგიონში თხევადი ბუნებრივი აირის ყოველდღიურმა მიწოდებამ გასული ...

Read More »
მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტში ჩართვის სურვილი "სოკარის" შემდეგ ჩინურმა "ჰუალინგმაც" გამოთქვა

ავსტრია ზამთრისთვის გაზსაცავების 80%-ით შევსებას გეგმავს

გათბობის ახალი სეზონის დასაწყისისთვის ავსტრია გაზის საცავის შევსებას 80%-ით გეგმავს. აღნიშნულის შესახებ ავსტრიის ენერგეტიკის მინისტრმა ლეონორ გევესლერმა განაცხადა. მისი სიტყვებით, ფედერალურმა მთავრობამ გადაწყვიტა ზამთრის დასაწყისისთვის საცავები 80%-ით გაავსოს. ავსტრიის გაზსაცავები ახლა ივსება 34,5 ტერავატ-საათის დონეზე, რაც ქვეყნის ბუნებრივი აირის წლიური მოხმარების მესამედზე მეტია.

Read More »
ნავთობის დაბალი ფასები TAP-ის პროექტის განხორციელებაზე არ იმოქმედებს

გაზის ბაზრის ანალიტიკოსები ტრანსადრიატიკის მილსადენის (TAP) გაფართოებას ვადაზე ადრე პროგნოზირებენ

ბუნებრივი გაზის ბაზრის ანალიტიკოსები ტრანსადრიატიკის მილსადენის (TAP) გაფართოებას თავდაპირველ გრაფიკზე ადრე პროგნოზირებენ. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ მილსადენით გაზის გადაზიდვების სიმძლავრემ უკვე მიაღწია დაახლოებით 24 მილიონ კუბურ მეტრს დღეში, შესაძლებელია, რომ TAP-ის გაფართოება დაგეგმილზე ადრე მოხდეს“, – ამის შესახებ ბუნებრივი გაზის ბაზრის ანალიტიკოსი ნორვეგიის საკონსულტაციო კომპანია Rystad Energy -ის წარმომადგენელი ზუნციან ლოუ აცხადებს. „2021 წელს TAP მილსადენმა გადაიტანა დაახლოებით ექვსი მილიარდი კუბური მეტრი გაზი იტალიაში ...

Read More »
საქართველომ აზერბაიჯანული გაზის იმპორტი გაზარდა

სერბეთი რუსული გაზის ჩასანაცვლებლად, აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

სერბეთი ინახავს სიმძლავრეს აზერბაიჯანიდან გაზის მისაღებად, ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამთო და ენერგეტიკის მინისტრმა ზორანა მიხაილოვიჩმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი სერბეთს ყოველწლიურად აწვდის 2,2 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს, ხოლო ქვეყნის გაზის მოხმარება წელიწადში დაახლოებით 3 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს. „განსხვავება ნაწილობრივ უზრუნველყოფილი იქნება უნგრეთის გაზის საწყობიდან, ნაწილობრივ ბანაცკი დვორის გაზსაცავიდან და მომავალ წელს ჩვენ შევძლებთ ნის–დიმიტროვგრადის გაზსადენით მივიღოთ გაზის დაახლოებით 40 პროცენტი. ძირითადად გაზი აზერბაიჯანიდან უნდა მივიღოთ. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ...

Read More »

ბულგარეთმა ამერიკული თხევადი გაზის პირველი ტანკერი მიიღო

აშშ-მა ბულგარეთს პირველი ტანკერი გაუგზავნა თხევადი ბუნებრივი აირით დატვირთული. ტანკერი თურქეთის ერთ-ერთ ტერმინალზე იცლება. ამის შესახებ იუწყება ტელეკომპანია Nova, ბულგარეთის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით. დაზუსტებულია, რომ ტანკერის გადმოტვირთვას დაახლოებით 18 საათი დასჭირდება. „თხევადი გაზი საბერძნეთის ტერმინალში კი არ გადმოიტვირთება, როგორც მოსალოდნელი იყო, არამედ თურქეთის ერთ-ერთ ტერმინალზე, რაზეც დროებითი ხელშეკრულება გაფორმდა“, – ამბობს ენერგეტიკის ექსპერტი, ვასილ ნაჩევი. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკული ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი $900-ს 22 თებერვლის შემდეგ პირველად ჩამოსცდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი შემცირდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის ივლისის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 3%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 894.5 დოლარი შეადგინა. უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ევროპაში გაზის ფასმა მკვეთრად მოიმატა: თუ 23 თებერვალს ფიუჩერსების საანგარიშსწორებო ფასი 1038,6 დოლარი იყო ათასი კუბურ მეტრზე, 24 თებერვალს ის თითქმის 50%-ით გაიზარდა – 1555,5 დოლარამდე. უნდა აღინიშნოს, რომ ...

Read More »

ესტონეთის პრემიერი: გაზი შეიძლება ძვირი იყოს, მაგრამ თავისუფლება ფასდაუდებელია

უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ ევროპული ერთიანობის შენარჩუნება, ინფლაციასა და ცხოვრების სტანდარტზე ომის გავლენის ფონზე, რთულია, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა. მან ასევე გააკრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, რომელიც, მისი თქმით, ცდილობს ვლადიმერ პუტინს კონფლიქტიდან დიპლომატიური გამოსავალი შესთავაზოს. ესტონეთის პრემიერის მტკიცებით, ამ ქმედების ერთადერთი შედეგი რუსეთის ლიდერისთვის იმის რწმენის მინიჭეებაა, რომ ის არ იქნება იზოლირებული და არ აგებს პასუხს ...

Read More »
„გაზისა და დენის ტარიფი იმ შემთხვევაში გადაიხედება, თუ ლარი-დოლარის კურსი 2,5 ნიშნულს მიაღწევს“

“მომავალი ერთი წელი ბუნებრივი აირის ტარიფებთან მიმართებით, ყველაზე სტაბილური იქნება”

ქვეყნის მასშტაბით ბიზნესისთვის ბუნებრივი აირის გადასახადი იზრდება, თუმცა მოსალოდნელია სამომხმარებლო ტარიფის გაძვირებაც.  ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით ქვეყანაში სიტუაცია ასე თუ ისე სტაბილურდება, თუმცა უკრაინის ომის ფონზე, ევროპაში ენერგორესურსები რეკორდულად გაძვირდა. ამიტომ მნიშვნელოვანია რა გავლენა ექნება ამას საქართველოზე და გაეზრდებათ თუ არა მოქალაქეებს დენის და გაზის გადასახადი? 2023 წლიდან გაზის ტარიფი ახლიდან უნდა გადაანგარიშდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ღირებულების ახალი ზღვარი დადგინდება. ...

Read More »

ნავთობისა და გაზის კორპორაციას გიორგი ჩიქოვანი უხელმძღვანელებს

ენერგოკომპანიების მენეჯმენტში ცვლილებებია. ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურ დირექტორად გიორგი ჩიქოვანი დანიშნა, მან ამ თანამდებობაზე ენერგეტიკის განვითარების ფონდიდან გადაინაცვლა. კორპორაციის ხელმძღვანელმა გიორგი ბახტაძე კი თბოსადგურ “გარდაბანი 1”-ს უხელმძღვანელებს. საკადრო ცვლილებებზე ინფორმაცია “ბიზნესპარნტიორს” ნავთობისა და გაზის კორპორაციაში დაუდასტურეს. რაც შეეხება ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის პოსტზე, “ბიზნესპარნიოტრის” ინფორმაციით, “გარდაბანი 1”-ის დირექტორი ჯაბა ხმალაძე დაინიშნა.

Read More »
„გაზპრომი“ ქართულ კომპანია „გაზკო+“-ს 100 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზს მიაწვდის

ახალი ზელანდია „გაზპრომისა“ წინააღმდეგ სანქციებს აწესებს

ახალ ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ნანაია მაჰუტას განცხადებით, ახალმა ზელანდიამ, რუსეთის ურკაინაში შეჭრის გამო, რუსეთისა და ბელორუსის 44 კომპანიის წინააღმდეგ, მათ შორის „გაზპრომსა“ და ბელორუსის ექვს სამხედრო საწარმოს, სანქციები დაუწესა. „უმსხვილესი რუსული კომპანია და ათობით სამხედრო და სამრეწველო კორპორაცია, რომლებიც დღეს სანქციების ქვეშ არიან, გადამწყვეტ როლს თამაშობენ უკრაინაში უკანონო და არაპროვოცირებული ომის გაჩაღებაში. ახალი ზელანდია მტკიცედ ეწინააღმდეგება რუსეთის ქმედებებს უკრაინაში, ...

Read More »