ევროპაში გაზის ფასი $900-ს 22 თებერვლის შემდეგ პირველად ჩამოსცდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი შემცირდა.

დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის ივლისის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 3%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 894.5 დოლარი შეადგინა.

უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ევროპაში გაზის ფასმა მკვეთრად მოიმატა: თუ 23 თებერვალს ფიუჩერსების საანგარიშსწორებო ფასი 1038,6 დოლარი იყო ათასი კუბურ მეტრზე, 24 თებერვალს ის თითქმის 50%-ით გაიზარდა – 1555,5 დოლარამდე.

უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად არსებული რთული პოლიტიკური ვითარებისა ბოლო თვეებში და პერიოდული ზრდის გამოკლებით, რომელიც ძირითადად პოლონეთისა და უკრაინის სატრანზიტო ხაზების შეფერხებით იყო გამოწვეული, ბუებრივი აირის ფასი სტაბილურად კლებისკენ მიდის.

Leave a Reply