ბულგარეთმა ამერიკული თხევადი გაზის პირველი ტანკერი მიიღო

აშშ-მა ბულგარეთს პირველი ტანკერი გაუგზავნა თხევადი ბუნებრივი აირით დატვირთული. ტანკერი თურქეთის ერთ-ერთ ტერმინალზე იცლება. ამის შესახებ იუწყება ტელეკომპანია Nova, ბულგარეთის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით.

დაზუსტებულია, რომ ტანკერის გადმოტვირთვას დაახლოებით 18 საათი დასჭირდება.

„თხევადი გაზი საბერძნეთის ტერმინალში კი არ გადმოიტვირთება, როგორც მოსალოდნელი იყო, არამედ თურქეთის ერთ-ერთ ტერმინალზე, რაზეც დროებითი ხელშეკრულება გაფორმდა“, – ამბობს ენერგეტიკის ექსპერტი, ვასილ ნაჩევი.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკული ტანკერები ბულგარეთის გაზით განტვირთვისთვის 8 და 23 ივნისს უნდა ჩასულიყვნენ.

27 აპრილს „გაზპრომმა“ მთლიანად შეუჩერა გაზის მიწოდება ბულგარულ კომპანია Bulgargaz-ს რუბლებში დროულად გადაუხდელობის გამო.

წყარო: bfm.ge

Leave a Reply