გათბობის ახალი სეზონის დასაწყისისთვის ავსტრია გაზის საცავის შევსებას 80%-ით გეგმავს.
აღნიშნულის შესახებ ავსტრიის ენერგეტიკის მინისტრმა ლეონორ გევესლერმა განაცხადა.
მისი სიტყვებით, ფედერალურმა მთავრობამ გადაწყვიტა ზამთრის დასაწყისისთვის საცავები 80%-ით გაავსოს. ავსტრიის გაზსაცავები ახლა ივსება 34,5 ტერავატ-საათის დონეზე, რაც ქვეყნის ბუნებრივი აირის წლიური მოხმარების მესამედზე მეტია.