„გაზპრომი“ ქართულ კომპანია „გაზკო+“-ს 100 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზს მიაწვდის

ახალი ზელანდია „გაზპრომისა“ წინააღმდეგ სანქციებს აწესებს

ახალ ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ნანაია მაჰუტას განცხადებით, ახალმა ზელანდიამ, რუსეთის ურკაინაში შეჭრის გამო, რუსეთისა და ბელორუსის 44 კომპანიის წინააღმდეგ, მათ შორის „გაზპრომსა“ და ბელორუსის ექვს სამხედრო საწარმოს, სანქციები დაუწესა.

„უმსხვილესი რუსული კომპანია და ათობით სამხედრო და სამრეწველო კორპორაცია, რომლებიც დღეს სანქციების ქვეშ არიან, გადამწყვეტ როლს თამაშობენ უკრაინაში უკანონო და არაპროვოცირებული ომის გაჩაღებაში.

ახალი ზელანდია მტკიცედ ეწინააღმდეგება რუსეთის ქმედებებს უკრაინაში, აგრძელებს სანქციების დაწესებასა და უკრაინის მხარდასაჭერ ზომებს მიღებას, რათა აიძულოს რუსეთი დაასრულოს ომი“, – განაცხადა მაჰუტამ.

მინისტრის თქმით, სანქცირებული კომპანიები რუსეთის მიერ კონტროლდება და ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რადგან ისინი უზრუნველყოფენ ნედლეულს, ინფრასტრუქტურას, კომუნიკაციებს, ტრანსპორტს და იარაღს.

წყარო: bfm.ge

Leave a Reply