ნავთობისა და გაზის კორპორაციას გიორგი ჩიქოვანი უხელმძღვანელებს

ენერგოკომპანიების მენეჯმენტში ცვლილებებია.

ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურ დირექტორად გიორგი ჩიქოვანი დანიშნა, მან ამ თანამდებობაზე ენერგეტიკის განვითარების ფონდიდან გადაინაცვლა. კორპორაციის ხელმძღვანელმა გიორგი ბახტაძე კი თბოსადგურ “გარდაბანი 1”-ს უხელმძღვანელებს.

საკადრო ცვლილებებზე ინფორმაცია “ბიზნესპარნტიორს” ნავთობისა და გაზის კორპორაციაში დაუდასტურეს.

რაც შეეხება ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის პოსტზე, “ბიზნესპარნიოტრის” ინფორმაციით, “გარდაბანი 1”-ის დირექტორი ჯაბა ხმალაძე დაინიშნა.

Leave a Reply