Tag Archives: #ოპეკი

საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრის მიიჩნევს, რომ აშშ-მა უნდა შეზღუდოს საწვავის ექსპორტი და არ მოუწოდოს “OPEC +”-ს ნავთობის მოპოვების გაზრდისკენ

აშშ-ში ბენზინზე მაღალი ფასები გამოწვეულია შიდა პრობლემებით, ნავთობის იმპორტის ზრდა მათ მოგვარებას არ შეუწყობს ხელს, განაცხადა საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა, პრინცმა აბდულაზიზ ბენ სალმანმა Bloomberg-თან ინტერვიუში, რითაც პასუხობს აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ბრალდებას ენერგომატარებლებზე ფასის ზრდაში. იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. “მირჩევნია ამაზე რეაგირება არ მოვახდინო. მაგრამ, როგორც ჩემი საქმის მცოდნეს, საქმე მაქვს ტექნიკურ საქმეებთან. ბენზინზე ფასები მაღალია, რადგან მისი შერევა ...

Read More »

სექტემბერის თვეში აზერბაიჯანმა 108,2%-ით შეასრულა “OPEC+-ის” გარიგებით ნაკისრი ვალდებულებები

2021 წლის სექტემბრის თვეში აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვებამ შეადგინა 586.2 ათასი ბარელი, აგვისტოს თვის 596.1 ათასი ბარელის მაჩვენებელთან შედარებით. ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემების საფუძველზე, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. „2021 წლის სექტემბერში აზერბაიჯანში ნავთობის დღიურმა მოპოვებამ კონდენსატთან ერთად შეადგინა 703,1 ათასი ბარელი, რომლიდანაც ნავთობის  მოპოვებაზე მოვიდა 586,2 ათასი ბარელი, 116,9 ათასი ბარელი – კონდენსატზე“, – აცხადებენ სამინისტროში. ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, 2021 წლის სექტემბრისთვის ...

Read More »
გეოთერმული ენერგია: დედამიწის სითბოს საზრიანი გამოყენება

OECD ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებზე საექსპორტო კრედიტის გაცემას წყვეტს

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში (OECD) შემავალი ქვეყნების უმრავლესობა შეთანხმდა, რომ ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებისთვის საექსპორტო კრედიტების გაცემას შეწყვეტენ. ამის შესახებ ინფორმაციას OECD ავრცელებს. შეთანხმებას უერთდებიან ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ევროკავშირი, იაპონია, კორეა, ახალი ზელანდია, ნორვეგია, შვეიცარია, თურქეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. OECD-ს განაცხადებით, აკრძალვა ეხება ნახშირზე მომუშავე ახალ ელექტროსადგურებს, რომლებიც ნახშირბადის შთანთქმის, უტილიზაციისა და შენახვის ოპერაციის გარეშე (CCUS) ფუნქციონირებს. არსებული ქვანახშირის ელექტროსადგურებისთვის ...

Read More »

“OPEC +-ის როლი პირველადაა შეზღუდულია ნავთობის მოპოვების გაზრდაში”

პირველად ისტორიაში “OPEC +”-ის როლი შეზღუდულია ნავთობის მოპოვების გაზრდის შესაძლო გადაწყვეტილების მიღებისას, განაცხადა საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა პრინცმა აბდულაზიზ ბენ სალმანმა CERA Week India Energy Forum-ზე გამოსვლისას, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. მოდერატორის კითხვაზე, მზად არის თუ არა “OPEC +” გაზარდოს მოპოვება, როგორც მოუწოდებს ზოგიერთი ქვეყანა, რათა მოხდეს  ნავთობის ფასების შემცირება, მინისტრმა აღნიშნა: “ჩვენ ყოველთვის ვიყავით სანავთობო ბაზრისათვის სტაბილურობის წყარო და ...

Read More »
პუტინი ირანის წინააღმდეგ სანქციების გაზრდას მოითხოვს

პუტინი: OPEC+-ის ყველა ქვეყანას არ შეუძლია მოპოვების სწრაფად გაზრდა

“OPEC +”-ის ყველა ქვეყანას არ შეუძლია სწრაფად გაზარდოს ნავთობის მოპოვება საინვესტიციო ციკლის ხანგრძლივობის გამო, განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სადისკუსიო კლუბის “ვალდაის” შეხვედრაზე. აღნიშნულის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება. მან შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ინვესტიციები ნავთობის მოპოვებაში ჯერ კიდევ პანდემიამდე შემცირდა და შესაძლოა არ იყოს საკმარისი ნავთობი. ”2012-2016 წლებში ინვესტიციები ნავთობის მოპოვებაში შეადგენდა დაახლოებით 400 მილიარდ აშშ დოლარს წელიწადში, ...

Read More »

“OPEC +”-მა სექტემბერში მოპოვების შეზღუდვის მოთხოვნები გადაჭარბებით შეასრულა

“OPEC +”-ის ალიანსმა სექტემბრის თვეში შეთანხმება ნავთობის მოპოვების შეზღუდვასთან დაკავშირებით 115%-ით შეასრულა. სააგენტო Bloomberg-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. “OPEC +”-ის შესრულებამ შემცირებაზე 115%-ს მიაღწია სექტემბრის თვეში. აგვისტოში შეთანხმება 116%-ით შესრულდა”, – აცხადებს სააგენტო. შეთანხმების მოთხოვნების გადაჭარბებით შესრულება ნიშნავს იმას, რომ ალიანსის ზოგიერთ წევრს არ შეუძლია მოპოვების გაზრდა შეთანხმებულ მოცულობამდე, ნათქვამია განცხადებაში. შედეგად ამან შეიძლება გამოიწვიოს მიწოდების ...

Read More »

ოპეკი 2030 წლისთვის ნავთობის მოპოვებას 6 მლნ ბარელით გაზრდის

ოპეკი 2030 წლისთვის გაზრდის ნავთობის მოპოვებას 6 მილიონი ბარელით/დღე-ღამეში 36,6 მილიონ ბარელამდე/დღეში 2020 წლის 30,9 მილიონი ბარელის მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო ამ ზრდის 40%-ზე მეტს უზრუნველყოფენ ერაყი, ირანი და ქუვეითი. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) ყოველწლიურ ანგარიშზე “World Energy Outlook 2021” დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ”ოპეკი 2030 წლისთვის გაზრდის მოპოვებას დაახლოებით 6 მილიონი ბარელით/დღე-ღამეში. ამასთან ერაყი, ირანი და ქუვეითი უზრუნველყოფენ ამ ზრდის ...

Read More »

ოპეკმა ნავთობზე მოთხოვნილების შემცირება იწინასწარმეტყველა მომდევნო 25 წლის განმავლობაში

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია (ოპეკი) პროგნოზირებს ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილების შემცირებას მომდევნო 25 წლის განმავლობაში. უახლოესი წლების განმავლობაში მოთხოვნილება გაიზრდება, მიაღწევს პიკს და შემდეგ კლებას დაიწყებს. ეს მოხდება, კერძოდ, ელექტრო ტრანსპორტის გამოყენებაზე გადასვლის გამო, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ასეთი პროგნოზია მოცემული ოპეკის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნებულიამის ვებ-გვერდზე. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2021-2025 წლებში ნავთობზე მოთხოვნილება გაიზრდება – მისი წილი ენერგომატარებლების გლობალურ მოხმარებაში 31%-ს ...

Read More »

OPEC: მსოფლიო მასშტაბით გაზის მარაგები კატასტროფულად შემცირებულია

მსოფლიოში გაზის დადასტურებული მარაგების მოცულობა 2020 წლის ბოლოს 0.4%-ით შემცირდა – 206.7 ტრილიონ კუბურ მეტრამდე. OPEC-ის ყოველწლიური სტატისტიკური ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში გაზის ყველაზე დიდ მარაგს რუსეთი ფლობს 48.9 ტრილიონი კუბური მეტრის მაჩვენებლით (0.4%-ით ნაკლები ვიდრე 2019 წელს). ირანი მეორე ადგილზეა: ქვეყნის დადასტურებული მარაგები 34 ტრილიონ კუბურ მეტრს შეადგენს (0.3%-ით მეტი ვიდრე 2019 წელს). სამეულში ხვდება ყატარი – 23.8 ტრილიონი კუბური მეტრი მოცულობით. ...

Read More »

ოპეკის გენერალური მდივანი ნავთობზე მოთხოვნილების აღდგენის გაგრძელებას ელოდება

ნავთობზე მოთხოვნილება აღდგენას განაგრძობს, იმ პერიოდში როდესაც პანდემიის ყველაზე ცუდი ეტაპი უკან დარჩა, ოპეკის გენერალური მდივანის – მუჰამედ ბარკინდოს განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ”პანდემიის ყველაზე ცუდი ეტაპი დასრულდა… ნავთობი იზრდება მოთხოვნილების აღდგენის ფონზე”, – განაცხადა ბარკინდომ Bloomberg–თან ინტერვიუში. მისი თქმით, პანდემიის უკან დახევა საშუალებას აძლევს ქვეყნებს, ხელახლა გაიხსნან და ხელი შეუწყონ მოგზაურობის აღდგენას. ბარკინდოს ვარაუდით, მოთხოვნილება ზრდას განაგრძობს, თუმცა ...

Read More »