პირველად ისტორიაში “OPEC +”-ის როლი შეზღუდულია ნავთობის მოპოვების გაზრდის შესაძლო გადაწყვეტილების მიღებისას, განაცხადა საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა პრინცმა აბდულაზიზ ბენ სალმანმა CERA Week India Energy Forum-ზე გამოსვლისას, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.
მოდერატორის კითხვაზე, მზად არის თუ არა “OPEC +” გაზარდოს მოპოვება, როგორც მოუწოდებს ზოგიერთი ქვეყანა, რათა მოხდეს ნავთობის ფასების შემცირება, მინისტრმა აღნიშნა: “ჩვენ ყოველთვის ვიყავით სანავთობო ბაზრისათვის სტაბილურობის წყარო და ენერგეტიკული უსაფრთხოება.”
მინისტრის თქმით, “OPEC +”-ის მონაწილეები ახლა საკუთარ თავს ეკითხებიან, “თუ რა შეიძლება იყოს დამატებითი წვლილი სიტუაციის შესამსუბუქებლად”.
“და სამწუხაროდ, პირველად ვხედავთ ჩვენს როლს მნიშვნელოვნად შეზღუდულს. რატომ? იმიტომ, რომ კითხვა არ არის ნავთობისთვის ხელმისაწვდომი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ხელმისაწვდომს გავხდით – ტონა და ტონა (..) რომელი გადამამუშავებელი ქარხანა გადაამუშავებს მას? გჭირდებათ ნავთობი, ან გჭირდებათ მაგალითად გაზი? ” – ჰკითხა მინისტრმა.
პრინცის შეფასებითთ, 400-დან 600 ათას ბარელამდე დამატებითი ნავთობი შეიძლება იყოს საჭირო მკაცრი სიცივისა და გაზზე მაღალი ფასების შემთხვევაში, რათა მოხდეს გაზის გამოყენებიდან ნავთობზე გადასვლა. მისი თქმით, ბაზარი ელოდება, რომ ზამთარი ცივი იქნება და აღნიშნა, რომ ყოველთვის არ არის შესაძლებელი მეტეოროლოგებზე ნდობა, ხოლო ვიღაც ამ მოლოდინებით გამოწვეული პანიკისგან დიდ ფულს შოულობს.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად პანიკისა, ბენზინისა და გაზის მარაგები მაინც ძალიან დაბალია და ინფრასტრუქტურაში არის საცობები.