საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრის მიიჩნევს, რომ აშშ-მა უნდა შეზღუდოს საწვავის ექსპორტი და არ მოუწოდოს “OPEC +”-ს ნავთობის მოპოვების გაზრდისკენ

აშშ-ში ბენზინზე მაღალი ფასები გამოწვეულია შიდა პრობლემებით, ნავთობის იმპორტის ზრდა მათ მოგვარებას არ შეუწყობს ხელს, განაცხადა საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა, პრინცმა აბდულაზიზ ბენ სალმანმა Bloomberg-თან ინტერვიუში, რითაც პასუხობს აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ბრალდებას ენერგომატარებლებზე ფასის ზრდაში. იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.

“მირჩევნია ამაზე რეაგირება არ მოვახდინო. მაგრამ, როგორც ჩემი საქმის მცოდნეს, საქმე მაქვს ტექნიკურ საქმეებთან. ბენზინზე ფასები მაღალია, რადგან მისი შერევა ხდება ეთანოლში, რომელიც 10-ჯერ გაიზარდა. ფასები არის მაღალი, რადგან აშშ-ში არის მცირე მარაგები; ფასები მაღალია, რადგან დაახლოებით 2-2,5 მილიონი ბარელი/დღე-ღამეში  სიმძლავრე ჯერ კიდევ არის ქარიშხლებით დაზიანებული. ნავთობის იმპორტი ამას არ უშველის“, – განაცხადა მინისტრმა და გამოთქვა მოსაზრება, რომ შესაძლებელი იქნებოდა ბენზინის ექსპორტის შეზღუდვის განხორციელება.

გასულ კვირას ბაიდენმა ფაქტობრივად დაადანაშაულა “OPEC +”, რომლის ერთ-ერთი ლიდერია საუდის არაბეთი, აშშ-ში საწვავის ფასების ზრდაში. “ამჟამად გალონის ფასი უმეტეს ადგილებში დაახლოებით 3.30 დოლარია. და ეს იმის გამო, რომ OPEC აჩერებს მიწოდებას”, – დასძინა მან.

Leave a Reply