ოპეკის გენერალური მდივანი ნავთობზე მოთხოვნილების აღდგენის გაგრძელებას ელოდება

ნავთობზე მოთხოვნილება აღდგენას განაგრძობს, იმ პერიოდში როდესაც პანდემიის ყველაზე ცუდი ეტაპი უკან დარჩა, ოპეკის გენერალური მდივანის – მუჰამედ ბარკინდოს განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.

”პანდემიის ყველაზე ცუდი ეტაპი დასრულდა… ნავთობი იზრდება მოთხოვნილების აღდგენის ფონზე”, – განაცხადა ბარკინდომ Bloomberg–თან ინტერვიუში.

მისი თქმით, პანდემიის უკან დახევა საშუალებას აძლევს ქვეყნებს, ხელახლა გაიხსნან და ხელი შეუწყონ მოგზაურობის აღდგენას.

ბარკინდოს ვარაუდით, მოთხოვნილება ზრდას განაგრძობს, თუმცა აღდგენა შეიძლება იყოს ნელი და არათანაბარი. “OPEC +” ოქტომბრის შეხვედრის დროს გააგრძელებს ძალისხმევას ბაზარზე ბალანსის შესანარჩუნებლად, აღნიშნა მან. ცნობისათვის, “OPEC +”-ის ქვეყნების მორიგი შეხვედრა დაგეგმილია 4 ოქტომბერს.

Leave a Reply