2021 წლის სექტემბრის თვეში აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვებამ შეადგინა 586.2 ათასი ბარელი, აგვისტოს თვის 596.1 ათასი ბარელის მაჩვენებელთან შედარებით. ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემების საფუძველზე, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.
„2021 წლის სექტემბერში აზერბაიჯანში ნავთობის დღიურმა მოპოვებამ კონდენსატთან ერთად შეადგინა 703,1 ათასი ბარელი, რომლიდანაც ნავთობის მოპოვებაზე მოვიდა 586,2 ათასი ბარელი, 116,9 ათასი ბარელი – კონდენსატზე“, – აცხადებენ სამინისტროში.
ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, 2021 წლის სექტემბრისთვის აზერბაიჯანის კვოტა ნავთობის მოპოვებაზე შეადგენდა 634 ათას ბარელს/დღეში. ამრიგად, აზერბაიჯანმა “OPEC+”-ის გარიგების ფარგლებში ნაკისრი ნავთობის მოპოვების ვალდებულებები სექტემბერში 108,2%-ით შეასრულა.