“OPEC +”-მა სექტემბერში მოპოვების შეზღუდვის მოთხოვნები გადაჭარბებით შეასრულა

“OPEC +”-ის ალიანსმა სექტემბრის თვეში შეთანხმება ნავთობის მოპოვების შეზღუდვასთან დაკავშირებით 115%-ით შეასრულა. სააგენტო Bloomberg-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.

“OPEC +”-ის შესრულებამ შემცირებაზე 115%-ს მიაღწია სექტემბრის თვეში. აგვისტოში შეთანხმება 116%-ით შესრულდა”, – აცხადებს სააგენტო.

შეთანხმების მოთხოვნების გადაჭარბებით შესრულება ნიშნავს იმას, რომ ალიანსის ზოგიერთ წევრს არ შეუძლია მოპოვების გაზრდა შეთანხმებულ მოცულობამდე, ნათქვამია განცხადებაში. შედეგად ამან შეიძლება გამოიწვიოს მიწოდების დეფიციტი და გავლენა მოახდინოს ნავთობის მსხვილ მწარმოებლებზე, გაზარდონ მოპოვება.

COVID-19 პანდემიის გამო ნავთობზე მოთხოვნილების ვარდნასთან დაკავშირებით ალიანსმა გასული წლის მაისის თვიდან მოპოვება შეამცირა 9.7 მილიონი ბარელით/დღე-ღამეში. ვითარების გაუმჯობესებისთანავე მოხდა გარიგების კორექტირება. მიმდინარე წლის აგვისტოს თვიდან OPEC + ზრდის მოპოვებას 400 ათასი ბარელით/დღე-ღამეში ყოველთვიურად და ვარაუდობს, რომ თანდათანობით 2022 წლის სექტემბერში გავა შემცირების ვალდებულებებიდან. სექტემბრის თვისთვის ისინი შეადგენს 4,96 მილიონ ბარელს/დღე-ღამეში.

Leave a Reply